მერაბ ფარტენაძე: ფარნავაზ მეფის 139-ში სახლის აშენება სოციალური პროექტი იყო

მერაბ ფარტენაძემ ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის #139-ში, შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობა დაასრულა. ეს ობიექტი მერაბისთვის არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი – შპს „პოლუსის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, 59 ოჯახი ათი წელი ელოდა… გარდა ამისა, მერაბ ფარტენაძის კომპანიას  ბათუმში აქვს 4 მიმდინარე პროექტი, აშენებს თბილისსა და ბაკურიანშიც. მერაბი ათ წელზე მეტია, რაც  ბიზნესშია.

მერაბ ფარტენაძე

წლობით ლოდინმა მესაკუთრეებს საცხოვრებლის მიღების იმედი გადაუწურა. თუმცა, მერაბ ფარტენაძემ წელიწად-ნახევარში შეძლო მათი ათსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება და 58 ოჯახს გადასცა ბინები. ერთადერთ შემთხვევაში ვერ ახერხებს შპს „ბალავარი“ მესაკუთრეზე 240 კვადრატული მეტრი ბინის გადაცემას -მეპატრონე გარდაცვლილია და არ ჰყავს კანონიერი მემკვიდრე. თუ საბოლოოდ მემკვიდრე არ გამოჩნდება, ბინას კომპანია ბათუმის მერიას გადასცემს.

„მიზანი იყო საცხოვრებლით დროულად უზრუნველგვეყო უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები“, – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

ახალდასრულებული კორპუსის ერთ-ერთ პირველ მცხოვრებ, ასლან ფაღავას აღარც სჯეროდა, რომ მშენებლობა ოდესმე დასრულდებოდა.

ასლან ფაღავა

„ჩვენი კერძო სახლი ამ ტერიტორიაზე აიღეს და სამწლიანი ხელშეკრულება გაგვიფორმეს – 2010-ში უნდა ჩაებარებინათ კორპუსი, მაგრამ 10 წელი ველოდით. შპს „პოლუსმა“ მხოლოდ ორი თვის ქირა გადაგვიხადა… მაგრამ 2017 წელს გამოჩნდა მერაბ ფარტენაძე, დაყადაღებული მშენებლობა გამოიხსნა და ხალხს ჩააბარა. ჩემმა ვაჟმა ახლახან შექმნა ოჯახი და საცხოვრებლად აქ გადმოდის. მერაბმა მათ საჩუქრად სამშენებლო მასალები, შიდა გაყვანილობა და ტელევიზორი გადასცა.

კორპუსი ახლოსაა ზღვასთან, შესაბამისად, სარგებლის მომტანი იქნება მყიდველისთვის გაქირავების თვალსაზრისითაც“, – ამბობს ასლან ფაღავა.

რომან ბოლქვაძეც ახალი სახლის ბინადარია. როგორც სახლის ერთ-ერთ პირველ მცხოვრებს, „ბალავარმა“ მას ქვიშა, ცემენტი და სამშენებლო მასალები აჩუქა.

„რომ არა მერაბ ფარტენაძე, ალბათ ამ ბინას ვერც მივიღებდით. სწრაფი ტემპით და ხარისხიანად აშენდა კორპუსი“.

რომან ბოლქვაძე

„ბალავარი“ კომპანიებისგან მხოლოდ სერტიფიცირებულ, ენერგოეფექტურ, გამძლე და საიმედო მასალებს ყიდულობს.

36-დან 240 კვადრატულ მეტრამდე ბინა შავი კარკასით, მყიდველს შეეძლება სურვილისამებ დაყოს ოთახებად.

მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. თანხის თავიდანვე სრულად გადახდის შემთხვევაში კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1400 ლარიდან იწყება. პირველ სართულზე  არის მაღაზიები, სალონი, საბავშვო ცენტრი და ა.შ.

სახლი ზღვიდან 500 მეტრში მდებარეობს და ყველა ბინას აქვს აივანი, ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრია.

59 ოჯახისთვის გათვალისწინებულია შეღავათები სამშენებლო მასალებზე. კომპანია სახლის ახალდაქორწინებულ ბინადრებს ასაჩუქრებს.

დაგვიკავშირდით:593 86 04 04; 593 86 05 05

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი