მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

გადამზიდავები [ფოტოამბავი]

03.11.2017 • 9219
გადამზიდავები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია.

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, რომელიც შეიძლება ერთ კილომეტრზე მეტიც იყოს, ხშირად გადამზიდავებს 300 კილოგრამის წაღებაც უწევთ. მათი სამუშაო მძიმეა და დაბალანაზღაურებადი.

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გაიოზ გაგნიძე ყოველდღე დილის ხუთ საათზე დგება და მუშაობას ბათუმის საბითუმო ბაზრიდან იწყებს. მისი კლიენტები მოვაჭრეები არიან, რომლებსაც საბითუმო ბაზრიდან სავაჭრო დახლებამდე პროდუქტის გადაზიდვა სჭირდებათ. გაიოზი ამბობს, რომ დაბერდა და ისე აღარ შეუძლია, როგორც ადრე. დღეში დაახლოებით ათ რეისს ასრულებს – ტვირთით სავსე მძიმე „კაჭკას“ დააგორებს.

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გარდა იმისა, რომ მთელი დღე მძიმე ურიკებს აგორებენ, მოუწესრიგებელი და ცუდი გზა მათ სამუშაოს უფრო ართულებს.

საკმარისია ოდნავ წამოწვიმოს, ბაზართან, ქუჩაზე წყალი დგება. გადამზიდავებს ღრმა გუბეებში შიშველი ფეხით ან ბოტებით უწევთ გადაადგილება.

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელები“. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„მეკაჭკეების“ ოჯახის წევრები ძირითადად უმუშევრები არიან, ამიტომ „კაჭკით“ მიღებული შემოსავალი მათი ოჯახების ერთადერთი საარსებო წყაროა.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: