მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

02.11.2017 • 2543
გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე გზა გაწმენდილია, თუმცა ის მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებას ურჩევს.

ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი
ზაზა ბერიძის ფოტო

ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი
ზაზა ბერიძის ფოტო

ხულო, ღორჯომის ხეობა, სოფელი მერჩხეთი
ზაზა ბერიძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: