მულტიმედია,სიახლეები

ჰელოუინის ღამე ბათუმში [ფოტო]

01.11.2017 • 9103
ჰელოუინის ღამე ბათუმში [ფოტო]

ჰელოუინი დასავლური დღესასწაულია, რომელიც „ყველა წმინდანის” დღის წინა საღამოს,  ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება.

“ამერიკის ხმის” მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს მიხედვით, ტრადიცია ძველი კელტური საშემოდგომო ფესტივალიდან იღებს სათავეს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს წარმართული დღესასწაული იყო, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, მისი შინაარსი შეიცვალა. ევროპაში, ქართული ჭიაკოკონობის მსგავსად, ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ავი სულების განსადევნად.

ამერიკაში ჰელოუინის აღსანიშნავად სხვადასხვა საშიშ კოსტიუმს ირგებენ, სახლებს რთავენ. საშიშ ფორმებში გამოწყობილი ბავშვები სახლებში ტკბილეულის შესაგროვებლად დადიან.

საქართველოში ჰელოუინი მხოლოდ ვიწრო წრეებში, კაფეებში, კოსტიუმირებული წვეულებებით აღინიშნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: