ცხრა სტუდენტი, რომელთა საზღვარგარეთ სწავლას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს

„სწავლა საზღვარგარეთ“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაში ეხმარება.  2017 – 2018 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ცხრა სტუდენტმა მოიპოვა. სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 ლარის ოდენობით.

2017 – 2018 სასწავლო წლისათვის სამინისტრო ამ სტუდენტებს დააფინანსებს:

გიორგი მელიქაძე,  უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი, განათლების სოციოლოგია, მაგისტრატურა.

შორენა დოლაბერიძე, სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ, განათლების ადმინისტრირება და ლიდერობა, დოქტორანტურა.

გიორგი სიხარულიძე, ტარტუს უნივერსიტეტი, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტი, ესტონეთი, სოციალური მეცნიერებები (დემოკრატია და მმართველობა), მაგისტრატურა.

კახა ფუტკარაძე, ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი, საერთაშორისო უსაფრთხოება, მაგისტრატურა.

არჩილ ჯაიანი, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, შვეიცარია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, გამოყენებითი სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეცნიერებები, ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვი და სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგისტრატურა.

ლევან თურმანიძე, როტერდამის ერასმუს უნივერსიტეტი, ჰოლანდია, ეკონომიკა და სამართალი, მაგისტრატურა.

ნათია ბეჟანიძე, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია, ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, მაგისტრატურა.

ნონა მარკარიანი, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია, ინოვაციები და მენეჯმენტი კულტურისა და ხელოვნების სფეროში, მაგისტრატურა.

ნიკა მალაზონია, მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, იტალია,  შენობათა არქიტექტურა, მაგისტრატურა.

აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამას – „სწავლა საზღვარგარეთ“ 2014 წლიდან ახორციელებს.

ქვეპროგრამაში  მონაწილეობის  უფლება  აქვს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებაში.

ამავე თემაზე: 

სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს  

მთავარ ფოტოზე: უფსალას უნივერსიტეტი. ფოტო: uu.se

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com