სიახლეები

„მე ლიდერი“ – კონკურსი ქედელი მოსწავლეებისთვის

01.11.2017 • 1858
„მე ლიდერი“ – კონკურსი ქედელი მოსწავლეებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ (CENN) აცხადებს კონკურსს „მე ლიდერი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (IX, X, XI, XII კლასები).

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

1. მოამზადე ესეი (1 000 – 1 500 სიტყვა) თემაზე „მე ლიდერი“. მიუთითე სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; ესეიში დაწერე მოკლედ შენ შესახებ; რატომ ხარ ლიდერი შენს სკოლაში, სოფელში, ქალაქში, რეგიონში ან ქვეყანაში; შენი სამომავლო გეგმების ან იდეების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდი; იმ შედეგის შესახებ, რომელსაც შენი მიზნების განხორციელება მოუტანდა სკოლას, სოფელს, ქალაქს, რეგიონს ან ქვეყანას.

2. გადაიღე ფოტო, რომელიც ასახავს შენი ცხოვრების წესს ან შენს პიროვნებას (ფოტოს ხარისხი შეზღუდული არ არის).

3. გამოგვიგზავნე ესეი და ფოტო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: nata.davlianidze@cenn.org ან მოიტანე ჩვენთან ოფისში, მისამართზე: ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა (დემოკრატიის ინსტიტუტში მდებარე CENN-ის ოფისი).  ელექტრონული ვერსიის გამოგზავნის შემთხვევაში დოკუმენტებს უნდა დაარქვა შენი სახელი და გვარი; ელექტრონული ფოსტის გამოგზავნამდე სათაურის ველში მიუთითე- კონკურსი მე ლიდერი – სახელი და გვარი.

საკონკურსო განაცხადის ოფისში მოტანის შემთხვევაში გაითვალისწინეთ სამუშაო საათები – 09:00 – 18:00.

საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

შემოსული განაცხადების რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბანაკი რამდენიმე ნაკადად ჩატარდეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

საკონკურსო განაცხადები მიიღება პირველი ნოემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო განაცხადების განხილვის პერიოდია 2018 წლის იანვარი. ორგანიზაცია შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებს 2018 წლის თებერვალში დაუკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: