მთავარი,რეკლამა,სიახლეები

კვლევა: ვინ სარგებლობს სწრაფი ონლაინსამომხმარებლო სესხით

31.10.2017 • 1983
კვლევა: ვინ სარგებლობს სწრაფი ონლაინსამომხმარებლო სესხით

მსოფლიო ფინანსური წიგნიერების დონის კვლევის მიხედვით, – საქართველოში მოსახლეობის 30 % ფლობს ფინანსურ ცოდნას. სომხეთს – 18 % – აქვს, აზერბაიჯანს – 36, თურქეთს – 24 %, რუსეთს – 38%.

საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს კოტ დიუარის რესპუბლიკას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, განას, ეთიოპიას, იტალიას, ლიტვას და სხვა ქვეყნებს. სტატისტიკას სათავეში დანია უდგას – 71 %, მას მოსდევს კანადა და ისრაელი 68-68 %-ით. ბოლო ადგილზე იემენის რესპუბლიკაა – 13 %-ით.

ფინანსური წიგნიერების კვლევა
Infogram

ამ სურათის შეცვლის მიზნით, განათლების სამინისტრო 2019 წლიდან სკოლებში „ფინანსური წიგნიერების“ სწავლების დაწყებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, „ფინანსური წიგნიერება“ ახალი საგანი არ იქნება და ის უკვე არსებულ საგნებთან ინტეგრირდება.

ფინანსური წიგნიერება გულისხმობს ისეთ  უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომლის საშუალებითაც  ადამიანს ინფორმირებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

სწორედ დაბალი წიგნიერებაა არაერთი  წამგებიანი გადაწყვეტილების მიღების და ფულად პროდუქტებთან დაკავშირებული მითების გავრცელების საფუძველი. მაგალითად, ჩვენთან ხშირად მოისმენთ, რომ ონლაინ სესხებს და სწრაფ ონლაინ სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ დაბალშემოსავლიანი, ან უმუშევარი ადამიანები იღებენ. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა აჩვენებს, ეს წარმოდგენა რეალობას არ შეესაბამება. ონლაინ სესხებით საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგებში დასაქმებული ადამიანებიც ისევე სარგებლობენ, როგორც სხვა სექტორში დასაქმებულები.

სწრაფი ონლაინ სამომხმარებლო სესხების კომპანიის, “სოლვას” შიდა კვლევის მიხედვით, მათი კლიენტების დიდი ნაწილი – 29% გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროშია დასაქმებული.  მომდევნო ადგილზეა საჯარო სექტორი – 28 %.  ხოლო მესამე ადგილზე – განათლების სფეროში, მომსახურების სფეროში და  ფინანსურ სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან 13-13 %-ით.

ამავე კვლევით, კომპანიის მომხმარებლების 49 % –  20დან 35 წლამდე ასაკის არის. 36-დან 50 წლამდე ადამიანები მათი მომხმარებლების 38 %-ს შეადგენს, ხოლო 55 + ასაკის ადამიანები – 13 %-ს.

Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

Solva-ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ სამომხმარებლო სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

Solva.ge-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირიდით სოლვას ქოლცენტრს: +995 322 50 00 22, მიწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo, ან ესტუმრეთ მის ვებ–გვერდს: www.solva.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: