ხულოში ვეტერინარული კლინიკა აშენდება

აგროსერვისცენტრი ხულოში ვეტერინარული კლინიკის მშენებლობას იწყებს. კლინიკის მშენებლობისთვის 47 650 ლარია გათვალისწინებული. ვეტერინარული კლინიკა დაბა ხულოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, N3-ში აშენდება. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდება, კლინიკა კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა აშენდეს. აგროსერვისცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კლინიკა მოემსახურება როგორც მსხვილფეხა, ასევე სხვა შინაურ ცხოველებსაც [მაგალითად, ძაღლი, კატა]. ანალოგიური კლინიკა მიმდინარე წლის … Continue reading ხულოში ვეტერინარული კლინიკა აშენდება