ხვალ, 28 ოქტომბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში,“ – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.
სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ღამით 1- 6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.
29 ოქტომბრიდან კი ბათუმში და აჭარის სხვა რეგიონებში ამინდი ისევ შეიცვლება: მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში კი – ითოვებს.