ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

Comments Off on ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს,  შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს და  სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.... Read More

წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

Comments Off on წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების გამოფენისთვის ემზადება. ჩოლოქი-ნატანების აკვატორიაში შემთხვევით მოპოვებული ნივთები, რამდენიმე თვეში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ სივრცეში გამოიფინება. ძირითადი მონაპოვარი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გემის... Read More

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

Comments Off on საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი:... Read More

„ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

Comments Off on „ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ დაიწყო და იმავე დღეს დასრულდა კიდეც. ფესტივალი სულ ერთ დღეს გრძელდებოდა, დილის 11-დან დაახლოებით 20 საათამდე, თუმცა ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო: კანონმდებლობას,... Read More

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“

Comments Off on აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გაიმართება შეხვედრა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამომცემელი მარიამ კორინთელი შეხვედრაზე ისაუბრებს ლიზა ჯენოვას წიგნის შესახებ –  „სიყვარულით, ენტონი”. წიგნი... Read More

#ჩვენგადავცურავთზღვას – ფონდ „ოცნებისა“ და სკოლა ევრო-2000-ის აქცია-პერფორმანსი

Comments Off on #ჩვენგადავცურავთზღვას – ფონდ „ოცნებისა“ და სკოლა ევრო-2000-ის აქცია-პერფორმანსი

#ჩვენგადავცურავთზღვას – ამ სლოგანით შექმნილი იდეა პროექტად აქციეს  სკოლა ევრო-2000-ის X-XI კლასის მოსწავლეებმა და 3 დღეში განახორციელეს სკოლის თვითმმართველობისა და მისი თავმჯდომარის ლაშა-გიორგი მიქელაძის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ ბაუჟაძის  და... Read More

ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

Comments Off on ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

„კრილია სოვეტოვის “ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში ხუთმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს [აბაშიძის ქუჩის #90-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს] მიიღებს სპორტსმენი, ოთხმოცნომრიან სასტუმროს ააშენებს 10 495 კვადრატულ მეტრ... Read More

სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის

Comments Off on სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის

“ჯიგრები” ორი მეგობრის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მხატვრებს სამუშაოს პოვნის საშუალებას აძლევს. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, კომპანია ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს მხატვარსა და დამკვეთს შორის. “ჯიგრები”, ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც... Read More

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 714 მასწავლებელია ნომინირებული

Comments Off on მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 714 მასწავლებელია ნომინირებული

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლის ნომინირება დასრულდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 714 პედაგოგია წარდგენილი. თუმცა აპლიკაციების შევსება 20 აპრილამდე გრძელდება და ყველა მსურველს შეუძლია განაცხადი შეიტანოს.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე... Read More

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

Comments Off on ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ბავშვთა კოდექსში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს „ბათუმელებთან“ აკეთებს. ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პარლამენტში კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანიათ,... Read More

ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე

Comments Off on ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად... Read More

ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

Comments Off on ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოსამართლე ლევან გელოვანის აცილების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის ახლობლები შეიკრიბნენ. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. “მოსამართლემ 8 თვე დაუთმო პროკურატურას, ჩვენი მტკიცებულებების... Read More

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

Comments Off on პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ... Read More

„ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში

Comments Off on „ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში

2-3 აპრილს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. სპექტაკლში როლებს ასრულებენ: თათია თათარაშვილი, მამუკა მანჯგალაძე, ანანო იაშვილი, ანო ზურაშვილი,ზაალ გოგუაძე, მაია ცეცხლაძე, კახა კობალაძე,... Read More

ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

Comments Off on ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი... Read More

პოლიციელისთვის ქვის ჩარტყმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

Comments Off on პოლიციელისთვის ქვის ჩარტყმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. მოსამართლემ მისი დაკავების წესი დარღვეულად მიიჩნია. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი შაქარიშვილია, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი. საუბარია... Read More

აპრილის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

Comments Off on აპრილის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, პირველი აპრილის   21 საათიდან  2  აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში კი – მოთოვს. იქროლებს... Read More

ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე

Comments Off on ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას. საქართველოში ასეთი სულ 401... Read More

ბათუმში 800 აბონენტს გაზი ეტაპობრივად, დღის ბოლომდე ჩაერთვება

Comments Off on ბათუმში 800 აბონენტს გაზი ეტაპობრივად, დღის ბოლომდე ჩაერთვება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში იმ აბონენტებს, რომელთაც გუშინ საღამოდან ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდათ, გაზი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩაერთვებათ. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, აბონენტებისათვის გაზის ჩართვა უკვე დაწყებულია. კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვის... Read More

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

Comments Off on ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის... Read More

დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია

Comments Off on დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი... Read More

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

Comments Off on ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს. „დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,... Read More