სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

Comments Off on სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად [დაახლოებით 20:00 საათი] 2 პირი დააკავეს. “გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი… დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების... Read More

საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლებს ყეფა აუკრძალა

Comments Off on საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლებს ყეფა აუკრძალა

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ფოკერში, მერმა ადგილობრივ ძაღლებს ოფიციალურად აუკრძალა ხმამაღლა ყეფა. დაშვებულია მხოლოდ ხმადაბალი წკმუტუნი, რაც მეზობლებისთვის არ იქნება შემაწუხებელი. კანონდამრღვევი ძაღლების პატრონებს კი ჯარიმა – 68 ევრო... Read More

მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

Comments Off on მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას... Read More

ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

Comments Off on ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში მოამზადეს ინიციატივა, რომელიც k2 კოეფიციენტის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი] გაცემის წესის შეცვლას გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით [კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში], k2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს,... Read More

ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისათვის „გურიის პრეზიდენტის“ სახელის მინიჭებას ითხოვენ

Comments Off on ოზურგეთში მოსკოვის ქუჩისათვის „გურიის პრეზიდენტის“ სახელის მინიჭებას ითხოვენ

მოქალაქე გურამ მიქელაძე პეტიციით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვს, ოზურგეთში მდებარე მოსკოვის ქუჩას ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი ეწოდოს. პეტიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ამ დროისათვის მას 83 ხელმომწერი ჰყავს.... Read More

12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

Comments Off on 12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გულრუხ სოლიევას. მას გამოძიება ტრეფიკინგის ჩადენას ედავებოდა. მსჯავრდებული უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, გულრუხ სოლიევამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში გოგო. მსხვერპლმა იცოდა, რომ... Read More

ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელეს

Comments Off on ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელეს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა  lametayel.co.il ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. 2018 წელს ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებგვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე... Read More

ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე

Comments Off on ბათუმის მერიის განმარტება ცენტრალურ პარკში მწვანე საფარის ჩაბეტონებაზე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. ბათუმის მერიის განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ახლა ბეტონია, კაუჩუკის ზედაპირი... Read More

მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

Comments Off on მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ... Read More

40 მეტრი სიმაღლის შენობა ისტორიულ ბათუმში – ზონალური საბჭო თანახმაა, რას გადაწყვეტს მერი

Comments Off on 40 მეტრი სიმაღლის შენობა ისტორიულ ბათუმში – ზონალური საბჭო თანახმაა, რას გადაწყვეტს მერი

კომპანია „გრინკო“ ბათუმის ისტორიულ ზონაში 40 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებაზე ნებართვას ითხოვს. საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ უკვე განიხილა და დადებითად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ნებართვას ხელი ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ უნდა... Read More

ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

Comments Off on ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ქალს პირზეც ჰქონდა აკრული... Read More

რა უპასუხა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვას „ბათომის“ ღია წერილზე

Comments Off on რა უპასუხა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვას „ბათომის“ ღია წერილზე

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოება „ბათომის“ ღია წერილთან  დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ინვესტიციების მოზიდვა ქალაქის ისტორიული  ნაწილის ნგრევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე... Read More

ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩნდა

Comments Off on ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩნდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 თებერვლას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება... Read More

ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]

Comments Off on ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონთან მწვანე საფარი ჩააბეტონეს [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბასთან ახლოს, ახალი საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს. ატრაქციონის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი მოჭრეს და მის ნაცვლად ბეტონი დაასხეს. “ბათუმელები” კომენტარისა და განმარტებებისთვის ბათუმის მერიას დაუკავშირდა. ნახეთ ბათუმის... Read More

როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს

Comments Off on როგორ მოვუაროთ ციკლომენს, გაზაფხულის პირველ ყვავილს

ციკლომენი, შეიძლება ითქვას, გაზაფხულის პირველი ყვავილია. იგი სწორედ ახლა ყვავილობს და მისი ყვავილობა მარტის ბოლომდე გრძელდება. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს, გვესაუბრა ეკატერინე წილოსანი, ფლორისტი ყვავილების მაღაზია... Read More

ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს

Comments Off on ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 450 ათას ლარად ერთი Steinway-ის მარკის როიალის ყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. თეატრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. განაცხადში ნათქვამია, რომ თეატრს 2019... Read More

გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?

Comments Off on გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?

წელს, იანვრის თვეში, ბუნებრივი აირის/გაზის მოხმარებაზე დარიცხულმა მაღალმა გადასახადმა არაერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები ამბობენ, რომ იანვარში, წინა წლების იმავე პერიოდთან შედარებით, 30-50 ლარით მეტი, ზოგს კი გაორმაგებული თანხა დაერიცხა.... Read More

გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ

Comments Off on გეოგრაფები აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან ბატიაშვილს მიმართავენ

გეოგრაფები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს საქართველოს განათლების სისტემაში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა და განსაკუთრებით ზარალდება გეოგრაფია. „ბათუმელები“ სრულად... Read More

„ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

Comments Off on „ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

ბათუმში, მესხის ქუჩაზე, სამი მუშის დაზიანებასთან დაკავშირებით „ბათუმის წყალი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მუშები თხრილში, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამივე მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. „უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად დაცული... Read More

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

Comments Off on როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13 თებერვლის  21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15... Read More