ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

Comments Off on ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

დღეს, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს დროით 22:00... Read More

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზს უცხოური სამეცნიერო გემი დაითვლის

Comments Off on საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზს უცხოური სამეცნიერო გემი დაითვლის

საქართველოს წყლებში თევზის ზუსტი მარაგის დასადგენად მალე თურქული სამეცნიერო გემი შემოვა. ამის შესახებ “ბათუმელებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ესაუბრა,  “პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს... Read More

დღეს ბრიუსელში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ

Comments Off on დღეს ბრიუსელში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე, დაჯილდოების საზეიმო... Read More

მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს

Comments Off on მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს

„აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი,“ – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრა დღეს, 4 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და... Read More

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს

Comments Off on გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით... Read More

ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]

Comments Off on ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]

27 წლის თორნიკე აბესაძე ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორია. ოთხი წლის წინ, მეგობრის სახლში ძველი კარადა ნახა, იყიდა, სახლში მიიტანა და საბჭოთა კარადა ახალ ნივთად აქცია. მერე ფოტო ფეისბუქზე დადო. სწორედ ასე... Read More

5 დეკემბერს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ხუთი საათით აიკრძალება

Comments Off on 5 დეკემბერს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ხუთი საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2018 წლის 5 დეკემბერს 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის... Read More

„ბოსების ბოსი“ დაკავებულია – იტალიის პოლიცია იუწყება, რომ „კოზა ნოსტრას“ შეფი დააკავა

Comments Off on „ბოსების ბოსი“ დაკავებულია – იტალიის პოლიცია იუწყება, რომ „კოზა ნოსტრას“ შეფი დააკავა

სეტიმო მინეო ოფიციალურად იუველირების მაღაზიის მენეჯერია კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ პალერმოში. სინამდვილეში, 80 წლის მინეო, შესაძლოა, იტალიური მაფიის, „კოზა ნოსტრას“ შეფი იყოს. მრავალთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ... Read More

იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

Comments Off on იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ.  ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ... Read More

როგორ დავგეგმოთ ბათუმის მერთან შეხვედრა ინტერნეტით

Comments Off on როგორ დავგეგმოთ ბათუმის მერთან შეხვედრა ინტერნეტით

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები მერთან შეხვედრას თვითონვე დაგეგმავენ. პროგრამის სახელწოდებაც სწორედ ასე ჟღერს – „დაგეგმე მერთან ვიზიტი ონლაინ“. თუმცა,... Read More

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

Comments Off on ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და... Read More

„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

Comments Off on „პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შობა-ახალი წლის წინ მაყურებელს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველიაა, პეპის როლს კი  24 წლის მსახიობი, ხატია... Read More

„ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია ბათუმში

Comments Off on „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია ბათუმში

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. ლექცია გაიმართება უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა... Read More

აჭარაში გრიპის უფასო ვაქცინაცია 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

Comments Off on აჭარაში გრიპის უფასო ვაქცინაცია 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით აჭარაში გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ უკვე გადასცეს გრიპის ვაქცინა იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ამაზე იყო მოთხოვნა. გრიპის უფასო ვაქცინის გაკეთება აჭარაში... Read More

რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ – „მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავის მიჭედების საქმე“

Comments Off on რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ – „მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავის მიჭედების საქმე“

„ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე“ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა. პანსიონზე ღორის თავის მიჭედება და მუსლიმებისთვის შენობაში შესვლაზე ხელშეშლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის სექტემბერში შეაფასა დისკრიმინაციად. თუმცა მუსლიმი თემი იმ პოლიციელთა ქმედებების... Read More

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდირებულ საწვიმარ ლაბადებს და ფეხსაცმლის დამცავს შეიძენს

Comments Off on აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდირებულ საწვიმარ ლაბადებს და ფეხსაცმლის დამცავს შეიძენს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბრენდირებული საწვიმარი ლაბადებისა და  ფეხსაცმლის დამცავის შესაძენად ტენდერს აცხადებს.  დეპარტამენტი 1500 ცალ ლაბადას და 1200  დამცავ, საწვიმარ ფეხსაცმელს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია. საწვიმარ ლაბადაზე,... Read More