„95 წლისაც რომ გახდეს, მაინც იქნება ბიჭი, რომელიც თაობებს ჩაუძვრა სულში“

Comments Off on „95 წლისაც რომ გახდეს, მაინც იქნება ბიჭი, რომელიც თაობებს ჩაუძვრა სულში“

რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შეკვეთილში, „ბლექ სი არენასათან“ ხალხი უკვე შეიკრიბა, ლეგენდარული მომღერლის მსმენელები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდან არიან ჩამოსული. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი... Read More

გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]

Comments Off on გასართობი ღონისძიებები ბულვარის კოლონადებთან [ანონსი]

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, 20 ივლისს, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თემატიკაზე სპეციალური სივრცე მოეწყობა. ბულვარის მიერ გაწერილი პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ქორეოგრაფიული, მუსიკალური... Read More

მერია: კოლონები უნდა ამოიღოს – „ევრო პარკი“ ბუნგალოს აკვაპარკთან უნებართვოდ გეგმავდა

Comments Off on მერია: კოლონები უნდა ამოიღოს – „ევრო პარკი“ ბუნგალოს აკვაპარკთან უნებართვოდ გეგმავდა

ბათუმის პლაჟზე, აკვაპარკის მიმდებარედ უნებართვო სამუშაოები შპს „ევრო პარკმა“ დაიწყო. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებამ კომპანია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო გააფრთხილა. კომპანიამ მითითებულ ვადაში პლაჟიდან ხიმინჯები... Read More

წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში

Comments Off on წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ივნისის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეული... Read More

თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო

Comments Off on თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო

საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში, ქართველი მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თურქული მხარე, შეთანხმებისამებრ, არ აპირებს ქართული მანქანების დაჯარიმებას 2018 წლის 31 ივლისამდე. თუმცა, ლიმიტირებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ.... Read More

ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო

Comments Off on ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან. პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა  და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების გაცილებას უზრუნველყოფენ. საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით  48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი ექვს ბენეფიციარს მოემსახურება დათითოეულს კვირაში ორჯერ გაუწევს დახმარებას.  პროგრამა საპილოტეა და წელს პირველად... Read More

თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა

Comments Off on თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის... Read More

აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში

Comments Off on აფხაზი გოგონების ცხოვრება და მომავალი ბათუმში

ოთახში მიყოლებით შემოდიან, მერხებთან სხდებიან და შესცქერიან თავიანთ მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მათ აფხაზურ ენას ასწავლის. მწვანე დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან ასოები და ისმის ბგერები, რომელიც აფხაზმა... Read More

რობერტ პლანტი ბათუმში 

Comments Off on რობერტ პლანტი ბათუმში 

რობერტ პლანტის კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ფესტივალის პირველი დღის ბილეთები მალევე გაიყიდა ბოლომდე. Led Zeppelin-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ პლანტი უკვე ბათუმშია, შერატონში დაბინავდა და კონცერტისთვის ემზადება. პლანტი ბათუმში... Read More

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ

Comments Off on აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები:  სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი –... Read More

ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს

Comments Off on ქართველმა მძღოლებმა სარფში თურქულ მანქანებს ავტომაგისტრალი გადაუკეტეს

ქართველი მძღოლების ერთმა ნაწილმა, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სარფში, დღეს 19 ივლისს, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [12:00 სთ] გადაკეტილია. მძღოლებმა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, აქცია ათი დღის... Read More

გატარებული ხორცის შენახვის ვადა 6 საათია – კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხორცის შეძენისას

Comments Off on გატარებული ხორცის შენახვის ვადა 6 საათია – კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო, რეკომენდაციებს ავრცელებს – თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას. უპირველ ყოვლისა აუცილებელია, რომ ხორცის რეალიზაციისას და შეძენისას ხორცი მოთავსებული იყოს სამაცივრე განყოფილებაში. იდეალურ პირობებში, ხორცის შენახვის საუკეთესო... Read More

საგამოძიებო: სარფისა და ვალეს საბაჟოზე 11, 2 კგ ოქროს მალულად შემოტანა აღიკვეთა

Comments Off on საგამოძიებო: სარფისა და ვალეს საბაჟოზე 11, 2 კგ ოქროს მალულად შემოტანა აღიკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში... Read More

მთელი დღეები ზღვაზე

Comments Off on მთელი დღეები ზღვაზე

ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები”... Read More

რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები

Comments Off on რომელ ქუჩებზეა განთავსებული ბათუმში შსს-ს ვიდეოკამერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შსს-მ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ... Read More