იფრინე ზღვაზე დელტაპლანით – ტურისტული სერვისი, რომელსაც არავინ ზედამხედველობს

Comments Off on იფრინე ზღვაზე დელტაპლანით – ტურისტული სერვისი, რომელსაც არავინ ზედამხედველობს

ბათუმში დელტაპლანი უკვე ორჯერ ჩამოვარდა, ერთი გასული წლის მაისში და მეორე – 2018 წლის 10 ივლისს. წელს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დელტაპლანი, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა. აპარატის ჩამოვარდნის შედეგად არც საფრენ... Read More

რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

Comments Off on რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

„სოკარმა“ ბოლო თვეების განმავლობაში ასამდე აბონენტი გამოავლინა, რომლებიც განზრახ დაზიანებული მრიცხველის საშუალებით უკანონოდ მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. რამდენია ჯარიმა ასეთ დროს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს – ამის შესახებ „ბათუმელები“ „სოკარ... Read More

ავტოავარია ქობულეთში [ფოტო]

Comments Off on ავტოავარია ქობულეთში [ფოტო]

ავარია მოხდა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს მინივენი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.... Read More

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

Comments Off on გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად... Read More

მოძალადე მამა 20 წლის გოგოს ცემაზე: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა პოლიციაში“ 

Comments Off on მოძალადე მამა 20 წლის გოგოს ცემაზე: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა პოლიციაში“ 

„ერთხელ მოუვიდა“, „ცოლ-შვილთან შერიგებულია,“ – ამ ფრაზებით სცადა ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ ბრალდებულის დაცვა, რომელსაც ოჯახში ძალადობა, კონკრეტულად კი, ცოლ-შვილის ხელებით და ფეხით ცემა ედება ბრალად. „ვაღიარებ დანაშაულს, ვინანიებ, ვითხოვ პატიებას,“... Read More

მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

Comments Off on მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის... Read More

კომპანია „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან, არქეოლოგიურ ზონაში ტრაქტორი შეიყვანა

Comments Off on კომპანია „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან, არქეოლოგიურ ზონაში ტრაქტორი შეიყვანა

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქორლოგიურ ზონაში, კომპანიამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად აგრძელებენ სამშენებლო ნარჩენების შეტანას. ამის გამო ცოტა ხნის წინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართა. ტერიტორია „მეტრო... Read More

აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

Comments Off on აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჭავჭავაძის 89-სა და ჰაიდარ აბაშიძის 33-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამართეს. ისინი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობენ, სასამართლოს კი დავის დროულად განხილვას სთხოვენ. ამ მისამართზე მცხოვრებმა 13-მა ოჯახმა... Read More

სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

Comments Off on სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

სკოლაში დასაქმებულ სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი უკვე მიენიჭათ, თუმცა მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე... Read More

სუპერგმირები – 13 ილუსტრაცია ტაილანდელი ბიჭების გადარჩენის თემაზე

Comments Off on სუპერგმირები – 13 ილუსტრაცია ტაილანდელი ბიჭების გადარჩენის თემაზე

სოციალურ მედიაში არაერთი ილუსტრაცია გამოჩნდა, რომლებიც ტაილანდში, მღვიმეში დარჩენილი ფეხბურთის გუნდის – თორმეტი მოზარდისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად მიმდინარე სამაშველო ოპერაციას ასახავს. მაშველებს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში შეძლეს მუშაობა და ყველას... Read More

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო ქედაში

Comments Off on პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო ქედაში

ქედის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით, პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილესთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მისი შემოქმედება მიმოიხილეს ადგილობრივმა პოეტებმა, საზოგადოების წევრებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და ნორჩმა დეკლამატორებმა. „მინდა... Read More

ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

Comments Off on ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო... Read More

ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსი – ამინდის პროგნოზი ბათუმში

Comments Off on ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსი – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. 11-12 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:... Read More

კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Comments Off on კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კურორტ გოდერძიზე 10 ივლისს, საღამოს, უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელი იყო, ის კურორტის საბაგიროზე მუშაობდა. „რაც ამ ეტაპზე... Read More