ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში

Comments Off on ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში

Writing Peace იუნესკოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით გამოცემული ახალი პუბლიკაციაა, რომელიც მსოფლიო დამწერლობების შესასწავლი ერთგვარი დაწყებითი სახელმძღვანელოცაა. სარჩევში ქართული დამწერლობა წარმოდგენილია ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდეგ.... Read More

რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

Comments Off on რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთი არჩევითი საგნის – „რელიგიის ისტორიის“ სტანდარტისა და სახელმძღვანელოს შექმნაზე საუბრობს. სამინისტროს აქამდე 27 არჩევით საგანში აქვს სტანდარტი შემუშავებული, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სასწავლო რესურსების სიმწირის გამო... Read More

დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში

Comments Off on დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში

მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარედ, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა თეატრის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა. საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენს“ 84... Read More

200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

Comments Off on 200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით დღეს, 26 იანვარს, 18:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 185 მძღოლი დაჯარიმდა. მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა 129 მძღოლი, ორმაგი პარკირებისთვის  – 1,  ნიშანში... Read More

კონკურსი – აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო

Comments Off on კონკურსი – აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო

დასაქმების სააგენტომ  პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა დაიწყო.  სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე. მომზადების პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს,... Read More

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

Comments Off on ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით... Read More

ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს

Comments Off on ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს

ქედის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის „პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას განახორციელებს. ახალი სოციალური პროგრამა ქედის საკრებულომ დღეს, 26 იანვარს, დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, ქედის მერია პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს თვეში ერთხელ,... Read More

10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

Comments Off on 10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

აქცია იყო დღეს ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, სადაც თვითნებურად ჩასახლებული 10 ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რადგან ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს ქუჩა ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ ახლოს მდებარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებადამცველი,... Read More

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

Comments Off on ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის... Read More

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

Comments Off on რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა. ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით... Read More

რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი

Comments Off on რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე.... Read More

„საცალმანქანო“ გზები აჭარაში

Comments Off on „საცალმანქანო“ გზები აჭარაში

სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების... Read More

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

Comments Off on კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს  ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული... Read More

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

Comments Off on როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი... Read More

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

Comments Off on ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე კვარიათთან მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი. გუშინ, 25 იანვარს, საღამოს, კვარიათთან კლდე ჩამოიშალა, ჩამოწოლილი მიწის მასისა და ლოდების გამო გზა... Read More