კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

Comments Off on კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი სოფელ კვარიათთან ამ დროისთვის გადაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ აქ მთიდან ლოდები ჩამოიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაზიანდა ერთი ტრაილერი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რა დროისთვის აღდგება მოძრაობა, უცნობია. საავტომობილო გზების... Read More

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

Comments Off on ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი... Read More

შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

Comments Off on შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

23 იანვარს შანელის მოდის სახლის დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა, ჰამბურგში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. სამოსი და აქსესუარები ძირითადად ხელნაკეთი ელემენტებისგან შედგება და მონოქრომული ფერებითაა წარმოდგენილი. უახლესი კოლექციის სამოსი მაღაზიებში მარტიდან... Read More

რა დაუჯდათ „ეტალონის“ ჩატარება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს

Comments Off on რა დაუჯდათ „ეტალონის“ ჩატარება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს

2018 წელს ქედაში ინტელექტუალური თამაშის, „ეტალონის“ გამარჯვებული სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარი ფარტენაძე გახდა, შუახევში – ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნონა ბოლქვაძე, ხულოში... Read More

ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

Comments Off on ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე, გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართა – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის... Read More

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან და სასტუმროს გახსნას ითხოვენ

Comments Off on სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან და სასტუმროს გახსნას ითხოვენ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500-მდე თანამშრომელი გამოძიების დროულად დასრულებას და სასტუმროს გახსნას ელოდება. სასტუმროს ამოქმედებამდე ისინი ადმინისტრაციამ უფასო შვებულაში გაუშვა. „ლეოგრანდის“ იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს, ... Read More

შტორმის კვალი ბათუმის ბულვარში

Comments Off on შტორმის კვალი ბათუმის ბულვარში

ბათუმის სანაპირო შტორმის შედეგად კიდევ ერთხელ დაზიანდა და დანაგვიანდა. მერიის სამსახურები რამდენიმე დღეა წმენდენ ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებსა და მთლიანად ბულვარის პერიმეტრს. შტორმის კვალი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე დღეს ასე გამოიყურება:... Read More

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

Comments Off on რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს... Read More

ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

Comments Off on ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ყავა შენახული მინის ჭურჭელში, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს დამახასიათებელ, მძაფრ სურნელსა და არომატს. ქარხნული წესით დაფქული ყავის ვაკუუმიან შეფუთვაში მოთავსებაც არ არის იმის გარანტია, რომ... Read More

თოვლში გახვეული სოფელი ღორჯომის ხეობაში [ფოტოამბავი]

Comments Off on თოვლში გახვეული სოფელი ღორჯომის ხეობაში [ფოტოამბავი]

ეს მერჩხეთია, პატარა სოფელი ღორჯომის ხეობაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრზე. სოფელში 30-მდე კომლი ცხოვრობს, სოფლის სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვისაა.  ცივი ზამთარი აქაურებს არ აშინებთ, ხის სკოლაში შეშის ღუმელი... Read More

ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამა – რეგიონები

Comments Off on ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამა – რეგიონები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს საქართველოში. პროგრამა მიზნად... Read More

მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

Comments Off on მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

24 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის – „ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში“ – საპასუხოდ   განცხადება გაავრცელა. განცხადებით მერია მოუწოდებს მედიას და, მათ შორის... Read More

ქურდული სამყაროს აჩრდილები

Comments Off on ქურდული სამყაროს აჩრდილები

„კანონიერი ქურდობა“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. „კანონიერი ქურდობისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. ადამიანებს ისევ აკავებენ და ასამართლებენ ამ მუხლებით, თუმცა არსებობს შემთხვევაც, როცა, მაგალითად, „კანონიერ... Read More

ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ

Comments Off on ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა უმეტესობა დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ხულოს მერის,... Read More

ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

Comments Off on ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვა... Read More

ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე დააანონსა

Comments Off on ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე დააანონსა

ცნობილმა ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა. გამოსამშვიდობებელი ტურნე Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ... Read More

მოქალაქეებს მთავრობისთვის მიმართვა უკვე ელექტრონული პეტიციით შეუძლიათ

Comments Off on მოქალაქეებს მთავრობისთვის მიმართვა უკვე ელექტრონული პეტიციით შეუძლიათ

აქტუალურ საკითხებზე ელექტრონული პეტიციით მთავრობისთვის მიმართვა უკვე სპეციალური საიტით [ichange.gov.ge] არის შესაძლებელი. პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს რეგიონებში საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის... Read More