ყვავილები “ლეოგრანდში“ დაღუპულთათვის

Comments Off on ყვავილები “ლეოგრანდში“ დაღუპულთათვის

დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ სტუდენტებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს... Read More

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

Comments Off on ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საბაგირო გზის მიმდებარედ, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.... Read More

„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

Comments Off on „ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდის“  მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია,... Read More

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

Comments Off on მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა 2018 წლის თებერვლამდე გადაიწევს. სამუშაოებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი გამოყო და გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხელშეკრულება შპს „გზა“-სთან, ტენდერის გარეშე გააფორმა.... Read More

„ლეოგრანდში“ დაღუპული ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი ჯერ კიდევ პროზექტურაშია

Comments Off on „ლეოგრანდში“ დაღუპული ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი ჯერ კიდევ პროზექტურაშია

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროზექტურაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, გადაასვენეს, თუ ისევ პროზექტურაში... Read More

„ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

Comments Off on „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გადაეცემა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. მთავრობის ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ გუშინ, 25 ნოემბერს მიიღო. „ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. 27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ... Read More

„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

Comments Off on „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან ხანძრის დროს დაშავებული პაციენტები ყველა გაწერილია. ერთ-ერთმა დაშავებულმა, ისრაელის მოქალაქემ, კლინიკა დღეს, 26 ნოემბერს დატოვა, გუშინ კი 7 დაშავებული გაწერეს. გუშინდელი მონაცემებით 21 დაშავებულიდან კლინიკებში... Read More

27 ნოემბერი გლოვის დღეა

Comments Off on 27 ნოემბერი გლოვის დღეა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს... Read More

300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

Comments Off on 300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო,... Read More

მეხანძრე: ხანძრის კერა ლეოგრანდის საქვაბეში იყო

Comments Off on მეხანძრე: ხანძრის კერა ლეოგრანდის საქვაბეში იყო

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის დაწყების დროს, თვითმხილველების თქმით, შუქი არ იყო გამორთული და ის მოგვიანებით გაითიშა. სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის თქმით, შუქის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარებების პარალიზება გამოიწვია:... Read More

დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

Comments Off on დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.... Read More

ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

Comments Off on ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებას ჯერ ოფიციალური ვერსია არ გაუცხადებია. „ბათუმელები“ ერთ-ერთი დაზარალებული პირის... Read More

კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

Comments Off on კახა მიქიაშვილი: ვხედავდით, როგორ ითხოვდა ხალხი ნომრებიდან შველას

24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმროში იყოფებოდა მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელსაც „მის საქართველოს“ ღონისძიება უნდა წაეყვანა. ხანძრის გაჩენის დროს იგი სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა და რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად... Read More

მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

Comments Off on მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასტუმრო „ლეო გრანდი“  სახანძრო უსაფრთხოების წესების არ ქონის ან შესაბამისი წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებია. „ ეს ჩვენ  არ გვეხება. ადრე ... Read More

არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

Comments Off on არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ... Read More

შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

Comments Off on შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ეს მონაცემები შსს-ს ინფორმაციით არ შეცვლილა. სასტუმროში ამ... Read More

პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

Comments Off on პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი... Read More

ილია მეორემ სასტუმრო ლეოგრანდთან პანაშვიდი ჩაატარა

Comments Off on ილია მეორემ სასტუმრო ლეოგრანდთან პანაშვიდი ჩაატარა

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ჩამოვიდა. მან სასტიმრო „ლეოგრანდთან“, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა. 24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში... Read More

ხულოს საკრებულო: ხანძარს ხულოს ოთხი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა

Comments Off on ხულოს საკრებულო: ხანძარს ხულოს ოთხი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა

„24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ განვითარებულ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძის და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა... Read More

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

Comments Off on „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს. „როგორც... Read More

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

Comments Off on ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის... Read More

ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

Comments Off on ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

დღეს,  Black Sea Sound-ის ფარგლებში, თავისუფალი სივრცე / Free Space – ში დაგემილი რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება, გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდიში... Read More

სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

Comments Off on სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის... Read More

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

Comments Off on მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”. დაშავებულთაგან სამი... Read More

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

Comments Off on პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის. „მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.... Read More