ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

Comments Off on ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი... Read More

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

Comments Off on არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ... Read More

ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

Comments Off on ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში. შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს... Read More

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

Comments Off on ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე: „დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული... Read More

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

Comments Off on ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. ,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში... Read More

„ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

Comments Off on „ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა... Read More

ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

Comments Off on ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია. ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი. ხულოში... Read More

რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

Comments Off on რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა.  უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის... Read More

ავარია ბათუმში

Comments Off on ავარია ბათუმში

დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან... Read More

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

Comments Off on „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან  ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება. შს სამინისტროს ინფორმაციით,... Read More

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

Comments Off on „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“  ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის... Read More

ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

Comments Off on ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე რესტორან „აჭარულ სახლში“. როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, ხანძარი საკვამურში გაჩნდა და მისი ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.... Read More

არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

Comments Off on არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა. საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა... Read More

სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

Comments Off on სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა, სულ 49 041-მა ამომრჩეველმა. ყველაზე მეტად ამომრჩეველი კვლავინდებურად ბათუმში პასიურობს, 12 საათისთვის ბათუმში ხმა მისცა 12.6-მა პროცენტმა,  17 637-მა ამომრჩეველმა.... Read More

ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

Comments Off on ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ერთი საჩივარი სწორედ ამის... Read More

ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

Comments Off on ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა... Read More

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

Comments Off on საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში. გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა... Read More

სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

Comments Off on სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება. ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5... Read More

ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

Comments Off on ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს: „45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ... Read More

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

Comments Off on ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო და მისი თქმით, მას მატარებელმა „გაჰკრა“. შემთხვევა... Read More

ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

Comments Off on ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი. ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს... Read More

აჭარაში 306 861 ამომრჩეველია

Comments Off on აჭარაში 306 861 ამომრჩეველია

დღეს, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლები საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი... Read More

თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

Comments Off on თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს batumelebi.ge... Read More