აჭარის მთავრობა

რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

Comments Off on რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შესწავლა, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ ბინებს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ.... Read More

1-ეს-ბაქოს-ქუჩა-თორნიკე-თავაძის-ფოტო-2-e1470205712382

ვინ მოამზადა ბათუმის სატრასპორტო ესტაკადის პროექტი

Comments Off on ვინ მოამზადა ბათუმის სატრასპორტო ესტაკადის პროექტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის... Read More

გიორგი მამალაძე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე

Comments Off on ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ... Read More

ბათუმის სასამართლო

ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

Comments Off on ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“

ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის... Read More

შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

Comments Off on შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი... Read More

ზურაბ პატარაძე. თორნიკე თავაძის ფოტო

ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“

Comments Off on ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „არ ვიცი, საიდან ღებულობენ ამ... Read More

turkey-georgia-flag

ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე

Comments Off on ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე

საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე ქართველი სტუდენტები საუბრობენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში იღებენ განათლებას. ლიკა ჩერქეზიშვილი, გაზის უნივერსიტეტი [თურქეთი, ანკარა], საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992... Read More

batumii

6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით

Comments Off on 6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით

ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ფრენები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ პეტერბურგიდან შესრულდება. პირველ რეისს 2 ივნისს Nordstar Airlines-ი შეასრულებს მოსკოვი –... Read More

ამინდის პროგნოზი. ბათუმის ბულვარი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს

Comments Off on სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება, გამოდარებას კი 25 მაისიდან უნდა ველოდოთ. „25 მაისს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს,... Read More

დოდო სამნიძე

ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში

Comments Off on ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც... Read More

18641671_1507405732612308_2102603756_o

1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად

Comments Off on 1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად

წლის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენისას არასამთავრობო ორგანიზაციები შეუსრულებელი სამუშაოების გარდა უკვე დასრულებული პროექტების ხარისხზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ შენიშვნას განსაკუთრებით ხშირად ისინი გზებთან მიმართებაში გამოთქვამდნენ. უკვე რეაბილიტირებული გზების მოკლე დროში მწყობრიდან... Read More

ბსუ

ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

Comments Off on ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“. მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება. „საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის... Read More

ეროვნული გამოცდები 2016

ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები

Comments Off on ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები

ბათუმის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდებზე 1650 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, 300  მოსწავლე კი გამოცდებს  ხელმეორედ აბარებს. ორი გამოცდა – ინგლისურსა და ქართულ ენაში უკვე ჩატარდა, ისტორიაში კი საატესტატო გამოცდები დღეს, 23... Read More

DSC_0535

ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

Comments Off on ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ,... Read More

18697817_10213662767150153_1326399139_o

დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

Comments Off on დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის... Read More

IMG_20170522_083936_cr

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

Comments Off on ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება. „ქვიშის... Read More

18642091_1366388120123557_1672052176_o_cr

ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში

Comments Off on ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში

დღეს, 22 მაისს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, სპორტულ მოედანზე, თანამედროვე გამოგონებებსა და ტექნიკურ შემოქმედებაზე ლექცია-სემინარი და პრაქტიკული ჩვენება მოაწყვეს.... Read More

DSC_0508

ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

Comments Off on ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების... Read More

საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მაღალმთიანი რაიონებისთვის ავტომანქანები იყიდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა

Comments Off on საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც  მაღალმთიანი რეგიონისთვის არის განკუთვნილი. ავტომანქანების ღირებულება 71  500 ლარია. სამინისტროს განმარტებით, ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების... Read More

26 მაისი ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე

რას გეგმავს მერია 26 მაისს ბათუმში

Comments Off on რას გეგმავს მერია 26 მაისს ბათუმში

ბათუმში 26 მაისს, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ინფორმაციით, ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, დილით, 12... Read More

IMG_20170522_144502

„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

Comments Off on „ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ჯიბლაძისa და გურამ ჩიკვაიძის საქმე სასამართლომ დღეს, 22 მაისს, განიხილა. ისინი 12 მარტს დილით დააკავეს, თუმცა იმავე საღამოს ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის განხილვა აქამდე იმიტომ... Read More

esaaaa

ბურთი კოლინას ხელმოწერით ბათუმში10 000 ლარად გაიყიდა

Comments Off on ბურთი კოლინას ხელმოწერით ბათუმში10 000 ლარად გაიყიდა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერია, ფეხბურთის ბურთი თავისი ავტოგრაფით აუქციონზე გამოიტანა. ბურთი 10 000 ლარად გაიყიდა და იგი „მეტრო ატლას ჯორჯიას“ წარმოამდგენელმა... Read More

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

Comments Off on ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დროს შეკითხვები გაჩნდა მერიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. „ფაქტ-მეტრის“ წარმომადგენლის მალხაზ... Read More

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში  
ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

Comments Off on ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის... Read More

kolina

კოლინა და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი ბათუმში

Comments Off on კოლინა და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი ბათუმში

იტალიელი არბიტრი, პიერლუიჯი კოლინა ბათუმში  საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ჩამოვიდა. იგი მსმენელების წინაშე დღეს, 22 მაისს, მოხსენებით წარსდგა. საერთაშორისო ბიზნესფორუმი IBF Batumi სასტუმრო „ეიფორიაში“ მიმდინარეობს და მასში მსოფლიო კლასის ექვსი სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს.... Read More