12 მარტი, ბათუმი 2017.
ფოტო: ბათუმელები

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

Comments Off on “ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დღეს, 24 მარტს დააკავეს სამართალდამცველებმა. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ სამივე მათგანს... Read More

ქეთი პაპავა

მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

Comments Off on მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის... Read More

აჭარის ტელევიზია

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

Comments Off on „აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას... Read More

17362374_1406647292728909_364430323540325425_n

დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

Comments Off on დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს, რის გამოც 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 💧ლერმონტოვის ქუჩას – გორგასალიდან ჭავჭავაძემდე; 💧ჰ. აბაშიძის ქუჩას – ფარნავაზ... Read More

ალექსანდრე მითაიშვილი

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

Comments Off on ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც... Read More

ირაკლი ძნელაძის ფოტო

მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

Comments Off on მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

24 მარტს აჭარის სანაპიროდან ბარჟით მორიგი ხე გადააქვთ. ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ფოტო. პირველი ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგური პარკისთვის შარშან, 23 მარტს გადაიტანეს. ______________________ ერთი წლის წინ,... Read More

1es

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

Comments Off on „ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი „ზებრადან“ ტროტუარზე ვერანაირად ვერ გახვალ. საპირისპირო მხრიდან კი, „ზებრაზე“ ვერ მოხვდები ტროტუარიდან. აქ, „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს,... Read More

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

აჭარაში ცნობილ ადამიანებს ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

Comments Off on აჭარაში ცნობილ ადამიანებს ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

აჭარაში პანთეონი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ცნობილი ადამიანის საფლავი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია. ბათუმში, ეკლესიის ეზოში გამოჩენილი ადამიანების დაკრძალვის იდეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკუთვნის. ამჟამად ეკლესიის ეზოში... Read More

IMG_20170324_161206

საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

Comments Off on საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ  24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა. დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს  გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება... Read More

17492889_1133587413416947_7140882029571432344_o (1)

შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

Comments Off on შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრას და ბათუმში გადატვირთული მოძრაობის, ასევე პარკინგის პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მსჯელობას გეგმავენ. ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა. „ … ჩვენ... Read More

IMG_20170323_152000

17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

Comments Off on 17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

17 წლის მაქსიმი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა. მაქსიმს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მანქანის დაწვა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.... Read More

ლევან ურიდიას ფოტო

ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

Comments Off on ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის... Read More

ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

Comments Off on ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი რუსეთის 15 ქალაქში გასტროლისთვის ემზადება. რატომ გადაწყვიტეს გასტროლები იმ ქვეყანაში, რომელიც მავთულხლართების გამოყენებთ ოკუპაციის საზღვრებს საქართველოში პერიოდულად აფართოებს? – რუსეთში კონცერტების გამართვა მერიაში უხერხულობას არ უქმნით. მერიის კულტურის... Read More

მწვანე კონცხი

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

Comments Off on ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს... Read More

ლონდონის სკვერი. ფოტო: infobatumi.ge

ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

Comments Off on ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ასეთია წელს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის სლოგანი. ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 24 მარტს აღინიშნება. დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ. დღეს, 24 მარტს,... Read More

მეჩეთი. ჭინკაძეები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

Comments Off on კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს,... Read More

ბათუმის მერია

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

Comments Off on ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

ბათუმის მერია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით ნუსხას კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #25-ში და ათი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაემატება. მათ შორის რამდენიმე პირობიანი აუქციონის... Read More