ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

Comments Off on ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის მერია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ელექტროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ბანკმა უკვე დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „მოტმაგდონალდი“, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციას ამზადებს. ტექნიკური დოკუმენტების მომზადების შემდეგ მერიას უკვე ექნება... Read More

ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

Comments Off on ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროს 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით სამინისტროში სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 825 ლარი, განყოფილების უფროსის – 1175 ლარი, ხელო დეპარტამენტის უფროსის... Read More

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

Comments Off on კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა,... Read More

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

Comments Off on ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს... Read More

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

Comments Off on სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის... Read More

აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

Comments Off on აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ბესიკ ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაპ პატარაძეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [K2] ბათუმის მერიასთან შუამდგომლობაზე 100-მდე თხოვნით მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე მან დეველოპერებს მერიასთან მხოლოდ სამჯერ... Read More

მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

Comments Off on მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

აჭარის მთავრობის აპარატში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ბათუმის ქალაქმშენებლობის საკითხებზე მსჯელობენ. საბოლოოდ მათ უნდა შეიმუშაონ დოკუმენტი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მშენებლობის რეგულაციებს შეცვლიან. კანონმდებლობით ქალაქმშენებლობის საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ჯგუფში ერთ-ერთია მანუჩარ... Read More

რატომ შეეცვალა ქობულეთის სასმელ წყალს გემო და არის თუ არა უსაფრთხო

Comments Off on რატომ შეეცვალა ქობულეთის სასმელ წყალს გემო და არის თუ არა უსაფრთხო

„წყალი მოწამლულია და არ დალიოთ, მხოლოდ სადილის მოსამზადებლად გამოიყენეთ“ – ამ შინაარსის მოწოდებები სოციალურ ქსელში დღეს ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, ქობულეთში სასმელ წყალს მკვეთრი სუნი... Read More

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

Comments Off on რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის... Read More

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

Comments Off on ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

ანგისაზე შეწყვეტილი სპორტული ბაზის მშენებლობის გასაგრძელებლად მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 4 მილიონ 116 ათას 179 ლარია, რაც წინა შესყიდვის ბიუჯეტზე მხოლოდ 800 ათასამდე ლარით ნაკლებია. მერიას კი, შპს... Read More

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

Comments Off on ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შსს -ს პრესსამსახურის ინფორმაციით „ მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მეზობლებმა მოძებნეს და გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში“. შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიკონკრეტეს რა... Read More

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

Comments Off on შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: იძულებული... Read More

უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს

Comments Off on უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. საქმე აღძრულია... Read More

პოლიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

Comments Off on პოლიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმარე ბონდო თედორაძე დააკავეს.... Read More

რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

Comments Off on რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და... Read More

შაჰინის სკოლის მოსწავლეების მშობლები: აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს

Comments Off on შაჰინის სკოლის მოსწავლეების მშობლები: აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან დაკავშირებით დღეს სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების მშობლებიც აპროტესტებდნენ. „ … ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩემმა ერთმა შვილმა დაამთავრა უკვე და ახლა ევროპაში, უნივერსიტეტში სწავლობს. მეორე დამამთავრებელ... Read More

აჭარის განათლების მინისტრი შაჰინის სკოლის მოსწავლეებსა და იქ დასაქმებულებზე

Comments Off on აჭარის განათლების მინისტრი შაჰინის სკოლის მოსწავლეებსა და იქ დასაქმებულებზე

აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია და კითხვითი ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მინისტრის თქმით,... Read More

ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

Comments Off on ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დღეს, 4 თებერვალს, 15  საათზე ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ დირეტორი ელგუჯა დავითაძე პრესკონფერენციას მართავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხი შეეხება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ  ოფიციალური საბუთი ავტორიზაციის შეჩერებაზე არ მიუღიათ,... Read More

ქალაქის „დამლაგებლები“ თავიანთ დაუფასებელ შრომაზე

Comments Off on ქალაქის „დამლაგებლები“ თავიანთ დაუფასებელ შრომაზე

მაშინ, როცა თოვს, გარეთ ცუდი ამინდია და ბათუმში ფეხით სავალი ბილიკები თოვლისგანაა გასაწმენდი, ბათუმის ქუჩებში ნიჩბებით ხელში სტაფილოსფერჟილეტიანი ადამიანები გამოდიან. თოვლიან ამინდში ისინი სამუშაოს ჩვეულზე ერთი საათით ადრე იწყებენ: „... Read More

რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

Comments Off on რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის... Read More

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ციხისძირში მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა

Comments Off on კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ციხისძირში მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. ზალენკის აგარაკი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „თი ბი სი“ ბანკის მეპატრონის, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა. შპს „ვაზისუბნის მამული“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50 % -ს... Read More

სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში

Comments Off on სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი, ორსართულიანი სახლის დანგრევის ნაცვლად ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამ შენობის გვერდით რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს, ორსართულიანი... Read More

აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

Comments Off on აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა... Read More

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

Comments Off on ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში პეტიცია შევიდა. მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“... Read More