კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა

Comments Off on კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რვა სამედიცინო დაწესებულებაში  ექიმ-სპეციალისტები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციებს  უფასოდ ჩაატარებენ. აქცია მთელი მაისის თვე გაგრძელდება და ის ყოველ ხუთშაბათს – 17, 24 და 31 მაისს... Read More

11 მაისს ბათუმში EXPO BATUMI TRAVEL 2018 იხსნება

Comments Off on 11 მაისს ბათუმში EXPO BATUMI TRAVEL 2018 იხსნება

ხვალ, 11 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა EXPO BATUMI TRAVEL 2018 გაიხსნება. EXPO BATUMI TRAVEL 2018-ში  მონაწილეობას  ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მიიღებენ, რომლებიც სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა... Read More

სამეგრელოში 100 წლის ევკალიპტს ყიდიან

Comments Off on სამეგრელოში 100 წლის ევკალიპტს ყიდიან

სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები გივი შურღაია 100 წლის ევკალიპტს 25 ათას ლარად ყიდის. განცხადება ხის გაყიდვის შესახებ გივი შურღაიამ ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში გამოაქვეყნა. „ერთი კვირაა, რაც გადავწყვიტე ევკალიპტი გამეყიდა.  არ ვიცი... Read More

„უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

Comments Off on „უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

ფაშიზმზე გამარჯვების დღედ მიჩნეული 9 მაისის აღნიშვნა ბათუმში ხმაურით დაიწყო. დილით ევროპის მოედანზე ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გეორგიევსკის ლენტებით გულზე და საბჭოთა სიმბოლიკებით. მათ მსვლელობა ცენტრალური პარკისკენ მემედ აბაშიძის... Read More

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს

Comments Off on საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, გემზე წასვლამდე სამუშაო კონტრაქტებს ყურადღებით გაეცნონ. ამასთან, სააგენტო ქართველი მეზღვაურების ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს. „25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საგარეო საქმეთა... Read More

პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

Comments Off on პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი... Read More

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

Comments Off on საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო რადიოკავშირის სისტემას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ ასათიანმა და იტალიური კომპანია ELMAN S.R.L -ს აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა დღეს მოაწერეს. აღჭურვილობას სააგენტოს... Read More

მაისი აბასთუმანში

Comments Off on მაისი აბასთუმანში

როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო. უზარმაზარ... Read More

ნახატები ბათუმის შესახებ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

Comments Off on ნახატები ბათუმის შესახებ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 12 მაისს  არტისტ ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა გაიხსნება  სახელწოდებით – „ნახატები ბათუმის შესახებ“. გამოფენაზე ბათუმისთვის მიძღვნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ალექსანდრე ფლორენსკი თავის ცხოვრებას სამ ქალაქში:  სანკტ-პეტერბურგში, თბილისსა... Read More

ირანის ახალი გენერალური კონსული ბათუმში აჰმად ბადფა იქნება

Comments Off on ირანის ახალი გენერალური კონსული ბათუმში აჰმად ბადფა იქნება

ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის აჰმად ბადფა შეცვლის. ჰოსეინ მაშჰადის მისია 20 აპრილს დაუმთავრდა. როგორც საკონსულოში განმარტავენ, აჰმად ბადფა პირველ ეტაპზე გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, შიდა... Read More

ბათუმის მერიაში 28 ვაკანსიაზე 813 განაცხადი შევიდა

Comments Off on ბათუმის მერიაში 28 ვაკანსიაზე 813 განაცხადი შევიდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 ვაკანტური  პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე 813 განაცხადი შევიდა. ყველაზე მეტი – 131 განაცხადი ბათუმის  მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა საკითხების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად წარადგინეს. 116... Read More

ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

Comments Off on ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ

მაისიდან თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადადის. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი... Read More

ევროპაში პროდუქციის გატანასა და დონორების მოძიებაზე ფერმერები ინფორმაციას ბათუმში მიიღებენ

Comments Off on ევროპაში პროდუქციის გატანასა და დონორების მოძიებაზე ფერმერები ინფორმაციას ბათუმში მიიღებენ

დღეს ბათუმში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა. ეს არის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცხოვრები მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის. DCFTA საინფორმაციო-რესურს მაგიდა ფერმერებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შექმნან ევროსტანდარტებთან თავსებადი სასოფლო... Read More

ბათუმის ზოოპარკის დირექტორი გიორგი კალანდაძე იქნება

Comments Off on ბათუმის ზოოპარკის დირექტორი გიორგი კალანდაძე იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის განახლებული ზოოკუთხის დირექტორი ვეტერინარი გიორგი კალანდაძე იქნება. ზოოკუთხე ადგილს იცვლის, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ჩაქვში გადადის, სტრუქტურულად კი ბათუმი ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაში იქნება. ბოტანიკური ბაღის  დირექტორი ირაკლი არჩაია,... Read More

როდის გაათავისუფლებენ ლიბიაში დაკავებულ ორ მეზღვაურს – საკონსულოს განმარტება

Comments Off on როდის გაათავისუფლებენ ლიბიაში დაკავებულ ორ მეზღვაურს – საკონსულოს განმარტება

ლიბიაში სამი წლის წინ, 2015 წლის აგვისტოში დაკავებული მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს, ტრიპოლის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაკაბაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა.... Read More

სარაგბო კლუბი “ბათუმი” დიდი 10-ის ფინალში ვერ მოხვდა

Comments Off on სარაგბო კლუბი “ბათუმი” დიდი 10-ის ფინალში ვერ მოხვდა

დიდი 10-ის პლეიოფში სარაგბო კლუბი “ბათუმი” 25:19 დამარცხდა გორის “ჯიქებთან” და ჩემპიონატს გამოეთიშა. რაც შეეხება გორის “ჯიქებს”, გუნდი 6 მაისს შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივთან” გამართავს. გამარჯვებული გუნდი 13 მაისს ფინალში ქუთაისის... Read More

მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება

Comments Off on მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება

ხელფასების ზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბათუმში მასწავლებლებსა და დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ახსენა. ამ უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების სქემაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე... Read More

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

Comments Off on ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 29 აპრილს, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, თითქმის სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს... Read More

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

Comments Off on ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე  16 სახეობის ბამბუკი იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო  ბამბუკისაგან დამზადებული აქსესუარები და სხვადასხვა სახის დესერტი. ბამბუკის სულ მცირე 600-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.... Read More

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

Comments Off on მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

საქართველოდან  თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი... Read More

28 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება

Comments Off on 28 აპრილს ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დღეს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა. ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის... Read More

რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

Comments Off on რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი... Read More

საბავშვო მოედანი და საგანმანათლებლო ცენტრები – რას ითხოვენ მთის სოფლებში

Comments Off on საბავშვო მოედანი და საგანმანათლებლო ცენტრები – რას ითხოვენ მთის სოფლებში

ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის – არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. 26 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: ჯვარიქეთსა და იაკობაძეებში საინფორმაციო... Read More

რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

Comments Off on რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში დამთავრდა. სემინარზე ექსპერტები, ელჩები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებებით. საუბრები ეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოში... Read More

ჯეიმს შერი: დღევანდელი რუსეთი ისეთი ძლიერი არაა, როგორც ის ჩანს

Comments Off on ჯეიმს შერი: დღევანდელი რუსეთი ისეთი ძლიერი არაა, როგორც ის ჩანს

ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ როუზ-როსის 97-ე სემინარზე მოხსენება ჰქონდა რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებულ მკვლევარს ჯეიმს შერის. მოხსენების თემა იყო „რუსეთი და მისი ახლო სამეზობლო“. მკვლევარმა იმ... Read More