ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com
სტიქია ქობულეთში

12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

Comments Off on 12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის  დამეწყრელ სოფლებში გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. „გეოლოგების ჯგუფი სწავლობს დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას, სულ  20 ოჯახია შესასწავლი, აქედან, 12 ოჯახის მდგომარეობა... Read More

ბსუ

რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან

Comments Off on რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან

დღეს 25 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველ საათზე უნივერსიტეტის ფოიეში დაგეგმილია შეხვედრა ორ ქართველ მწერალთან, გიორგი კეკელიძესა და თამთა მელაშვილთან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ოფიციალური ინფორმაციით,... Read More

პირველკლასელები

რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

Comments Off on რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია. ბათუმის  საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21... Read More

ცერნი

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

Comments Off on სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია.... Read More

ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

Comments Off on ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება... Read More

ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

Comments Off on შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

 მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი... Read More

სკოლის ბუფეტი

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

Comments Off on რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია... Read More

21557798_1532808010098627_2505468823443502807_n

მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ

Comments Off on მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს. ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე.... Read More

ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

Comments Off on აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით,  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც... Read More

შსს ლენტი

ბათუმში შუახნის კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა

Comments Off on ბათუმში შუახნის კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაზნიაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა. „მამაკაცს მხრის მარჯვენა ნაწილში და თავზე აქვს დაზიანებები მიღებული, სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანის... Read More

სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე. თედო ჯორბენაძის ფოტო

ხანძარი საცხოვრებელ სახლში

Comments Off on ხანძარი საცხოვრებელ სახლში

სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „ადგილზე მუშაობდა ოთხი ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ხანძარი დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის გაჩნდა. საცხოვრებელ... Read More

მირდატ ქამადაძე. ენმ
ფოტო: ლელა დუმბაძე

ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

Comments Off on ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12... Read More

შუახევის მუნიციპალიტეტის სხეფის საჯარო სკოლა

პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

Comments Off on პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის  მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული  ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა... Read More

ბათუმის ბულვარი.  გულნარა კაკაბაძის ფოტო

„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

Comments Off on „ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია... Read More

საბავშვო ბაღები

ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

Comments Off on ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს განახლდება.  საბავშვო ბაღების გარეშე წელს 1257 ბავშვი დარჩა. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში 402 ადგილია... Read More

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

Comments Off on ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო... Read More

ხელოვნების გაკვეთილი. ლელა დუმბაძის ფოტო

30 ვაკანსია მასწავლებლებისთვის

Comments Off on 30 ვაკანსია მასწავლებლებისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო  2018 წელს  უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს. 30 პედაგოგი, კონკურსის წესით, მაღალმთიანი  მუნიციპალიტეტების  – შუახევის, ქედისა და ხულოს საჯარო სკოლებისთვის შეირჩევა. „პედაგოგები დაახლოებით 3... Read More

ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადების სარეაბილიტაციისთვის სამინისტრო 2018 წელს  50 000 ლარს გამოყოფს

რომელ კულტურულ პროექტებზე დახარჯავს სამინისტრო 2 456 000 ლარს

Comments Off on რომელ კულტურულ პროექტებზე დახარჯავს სამინისტრო 2 456 000 ლარს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2018 წლის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი განსაზღვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის   მომავალი წლისთვის 2 456 000  ლარია გათვალისწინებული. აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების... Read More

შსს საპატრულო პოლიცია

ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

Comments Off on ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

ქობულეთში ავარიის შედეგად  დაშავებული ორი პირი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქუთაისშია გადაყვანილი, მეორე კი ქობულეთის საავადმყოფოშია. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულებს ქვემო კიდურების მოტეხილობა აქვთ.... Read More

დავით თარხან-მოურავი.
ფოტო: ლელა დუმბაძე

რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

Comments Off on რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს... Read More

ალექსანდრე ჯეჯელავა.  თორნიკე თავაძის ფოტო

ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

Comments Off on ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა. „სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო.... Read More

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

Comments Off on „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა,... Read More

გიორგი გვახარია

პოლიტიკა და კულტურა – დისკუსია ბათუმში

Comments Off on პოლიტიკა და კულტურა – დისკუსია ბათუმში

15 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე, „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“დისკუსია გაიმართება თემაზე – „პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში“. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, შეხვედრას ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი, გიორგი... Read More

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი

სოციალური მეწარმეობის ფესტივალი ბათუმში

Comments Off on სოციალური მეწარმეობის ფესტივალი ბათუმში

17 სექტემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოში მოქმედ ყველა სოციალურ საწარმოს აერთიანებს. ფესტივალზე გაიყიდება სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული ხელნაკეთი პროდუქცია – სუვენირები, სათამაშოები და საოჯახო... Read More

ეკა გიგაური

„ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

Comments Off on „ძალა ევროპაშია“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრაზე საუბარი იყო  პრორუსული განწყობების გაძლიერების პრობლემაზე,... Read More