თამბაქოს დაჭრა

Comments Off on თამბაქოს დაჭრა

თამბაქო აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს თამბაქოს ფასის ზრდის გამო მთაში მცხოვრებმა იმ ოჯახებმაც დაიწყეს თამბაქოს მოიყვანა, რომლებსაც მანამდე სხვა კულტურა გამოჰყავდათ, თუმცა დღეს, გამომშრალი თამბაქოს... Read More

რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

Comments Off on რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე რეორგანიზაციის აუცილებლობას საკრებულოს აპარატის ინსტიტუციური გაძლიერებით ხსნის და ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა საკრებულოში იურიდიული განყოფილება შეიქმნას, ახალჩამოყალიბებულ განყოფილებაში პოზიციები კი... Read More

ხულოში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

Comments Off on ხულოში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 მარტს, ხულოში, სხალთის თემის სოფელ წაბლიანში დავითაძეების ექვსსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. სახლთან ერთად დაიწვა მიკროავტობუსიც, რომელიც ოჯახის საკუთრება იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა... Read More

ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

Comments Off on ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და... Read More

გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

Comments Off on გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების დაფინანსება შეწყვიტა. 2018 წლამდე, ორკომპონენტიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად  კერძო კომპანიების... Read More

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

Comments Off on უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო... Read More

სხალთის ეკლესია გაქურდეს

Comments Off on სხალთის ეკლესია გაქურდეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესია წუხელ, 15 მარტს, გაქურდეს – წაღებულია ხატები. სხალთის თემში მერიის წარმომადგენლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, გენადი ბილვანიძე ამბობს, რომ ქურდობის შესახებ... Read More

„არტ-გენი 2018“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება

Comments Off on „არტ-გენი 2018“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება. 22 ივნისს ფესტივალი  საზეიმოდ მახუნცეთში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე... Read More

ქედაში საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს 240-მდე ოჯახი ითხოვს

Comments Off on ქედაში საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს 240-მდე ოჯახი ითხოვს

საცხოვრებელი სახლის სახურავის მოთხოვნით ქედის მერიაში  240-მდე მოქალაქის განაცხადია შესული, შესაბამისად, აქ საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს ამდენივე ოჯახი ელოდება. სახურავის დახმარებით მერიას წელს 70-მა ოჯახმა მიმართა, დანაჩენმა კი წერილობითი მოთხოვნა მერიაში... Read More

სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა

Comments Off on სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ კარიერზე მომუშავე ტრაქტორი დააზიანა. როგორც მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე მდინარე ბზანას დატბორვისა და შეგუბების საშიშროება... Read More

ინერტულ მასალას ქედაში 11 კომპანია მოიპოვებს – როდის დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენა

Comments Off on ინერტულ მასალას ქედაში 11 კომპანია მოიპოვებს – როდის დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენა

რატომ არ კონტროლდება ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის მიერ მძიმე ტვირთის გადაადგილება და რა ბედი ელის მწყობრიდან გამოსულ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთს? – რამდენიმე დღის წინ, „ბათუმელების“... Read More

ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

Comments Off on ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ოჯახი განსასახლებელია, ორი ოჯახი ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე იმყოფება, ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გამაგრებას საჭიროებს, ხოლო 22 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელია მოსაწყობი – ეს დასკვნა გეოლოგებმა... Read More

აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლაზე 42 ათასი ლარი დაიხარჯება

Comments Off on აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლაზე 42 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაზე წელს 42 372 ლარს დახარჯავს. თანხა სამინისტრომ ქვეპროგრამის – „აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიები“ ფარგლებში გამოყო და კვლევის განსახორციელებლად ტენდერი პირველ მარტს... Read More

„ელექტროსისტემა”: მიწაზე ნახეთქები გაჩნდა და ანძის დემონტაჟი სასწრაფო წესით მოხდა

Comments Off on „ელექტროსისტემა”: მიწაზე ნახეთქები გაჩნდა და ანძის დემონტაჟი სასწრაფო წესით მოხდა

„საქართველოს ელექტროსისტემამ“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებული ერთი ანძის დემონტაჟი გეოლოგიური დასკვნის მიღებამდე დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარების პროექტის მენეჯერი, დავით უთმელიძე განმარტავს, რომ სოფელ კოკოტაურში ანძისა... Read More

ქედის ა(ა)იპ-ებში ხელფასი 30-50 პროცენტით გაიზრდება

Comments Off on ქედის ა(ა)იპ-ებში ხელფასი 30-50 პროცენტით გაიზრდება

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაქსიმუმ მაისის თვეში აიღებენ, ხელფასი კი 30 ან 50 პროცენტით მოიმატებს. „აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების... Read More

მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

Comments Off on მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 2 მილიონ 456 ათასი ლარის მცენარეთა შესაწამლ სპეციალურ აპარატს შეისყიდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ მცენარეთა შესაწამლი მობილური... Read More

CERTUS-ის სერტიფიკატის მფლობელებს უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

Comments Off on CERTUS-ის სერტიფიკატის მფლობელებს უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხო ენის სერტიფიკატის მფლობელებს, საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში [თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის... Read More

ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

Comments Off on ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10... Read More

2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

Comments Off on 2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და... Read More

ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება

Comments Off on ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება

მახუნცეთის ჩანჩქერთან ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. არიან თუ არა ამ ადგილით დაინტერესებული ინვესტორები და იგეგმება თუ არა მოსახლეობის განსახლება ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან? ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს 3... Read More

რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

Comments Off on რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული. ნახეთ ამ... Read More

მაღალმთიან აჭარაში თოვს [ფოტო]

Comments Off on მაღალმთიან აჭარაში თოვს [ფოტო]

დღეს, 5 მარტს, აჭარის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. თოვლის ახალი საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 5 სანტიმეტრს აჭარბებს. ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურადან თემურ ართმელაძემ მოგვაწოდა.... Read More

კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

Comments Off on კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ძაბვის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ანძა მდებარეობს, გეოლოგები მუშაობენ და ანძის მიმდებარე ტერიტორიას სწავლობენ.  საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური... Read More

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

Comments Off on ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, უახლოეს პერიოდში, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას... Read More

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

Comments Off on დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია. რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას... Read More