კვირის ამბები

რჩევები მშობლებისთვის ბავშვის კბილების ჯანმრთელობის დასაცავად

28.04.2015 • 4272
რჩევები მშობლებისთვის ბავშვის კბილების ჯანმრთელობის დასაცავად

-ბავშვის კბილის ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე, 6-7 თვის ასაკში იწყება. აფთიაქებში იყიდება თითზე წამოსაცმელი სპეციალური საშუალება, რომლითაც ბავშვს რეგულარულად უნდა გაუწმინდოთ პირველი კბილები.


-როდესაც ბავშვი წამოიზრდება, დაახლოებით 1 წლის ასაკიდან, დაიწყეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა, საშუალო სირბილის (Medium) კბილის ჯაგრისის გამოყენება. ბავშვს ასწავლეთ როგორ გაიწმინდოს ჯაგრისით კბილი და როგორ არ გადაყლაპოს კბილის პასტა. 
რადგან ბავშვები ადრეულ ასაკში ხშირად ყლაპავენ კბილის პასტას, მისი კბილების გასაწმენდად აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური, ბავშვებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა. ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა შეიცავს ნივთიერებებს, რომლის უნებლიე გადაყლაპვა ბავშვისთვის სასურველი არ არის.


-ბავშვებისთვის, ისევე როგორც ზრდასრულებისთვის, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ექიმმა საწყის ეტაპზევე აღმოაჩინოს კბილის დაზიანება და შესაბამისად, გართულებებსაც აიცილებთ თავიდან.


-ბავშვები და ტკბილეული განუყოფელია და სწორედ ეს ტკბილეულია კარიერის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. შეიძლება, ძალიან კარგად იცავდეთ მისი პირის ღრუს ჰიგიენას, თუმცა, კარიესი მაინც ჩნდება. თუ კარგად დააკვირდებით ბავშვის კბილებს, განსაკუთრებით უკანა კბილების საღეჭ ზედაპირებს, დაინახავთ რომ სწორედ აქ არის განლაგებული ძალიან წვრილი და ხანდახან საკმაოდ ღრმა ღარები – კბილის ფისურები. სამწუხაროდ, ამ მიდამოებში ვერანაირი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, ხანგრძილი დროის განმავლობაში საკვების ნარჩენების დაყოვნება კი კარიესული პროცესების განვითარებას იწვევს. კარიესის წარმოქმნას ყველაზე მეტად საწუწნი კანფეტები იწვევს, რომელსაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად მიირთმევს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც შესაძლებელია კარიესის არიდება კბილების ჰერმეტიზაციის გამოყენებით. მაშინ, როცა კბილი ახალი ამოჭრილია, მინანქარი არის დაუზიანებელი და ღარებშიც ჯერ არ არის შეღწეული მავნე მიკრობები. ამ ეტაპზე, წინასწარი მომზადების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ეს ღარები (ფისურები) შევავსოთ სპეციალური თხევადი მასალით “სილანტით”. ამის შედეგად კბილის ღარებიანი ზედაპირი ხდება გლუვი და მისი გაწმენდა ჯაგრისით გაცილებით ადვილია. აღნიშნული მეთოდი კარიესისგან დაცვის რამდენიმეწლიან გარანტიას იძლევა. “სილანტი” თხევადი კონსისტენციის ბჟენია, ის შეიცავს ფტორს, რაც ამდიდრებს კბილის მინანქარს და დაცვასთან ერთად აძლიერებს მას. “სილანტებით” კბილის ზედაპირზე არსებული ღარების შევსება სასურველია მისის ამოჭრისთანავე, ან მაქსიმალურად მცირე დროში.


-კბილების დაზიანებისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრევენციული მეთოდი – კბილების ფტორით გამდიდრება, ანუ ფტორირება. ზედაპირული ფტორირება – კბილების ზედაპირის ფტორით დაფარვის უმარტივესი, უმტკინვეულო პროცედურაა. ღრმა ფტორირება უფრო ღრმა, გაცილებით ეფექტიანი და შედეგიანი მეთოდია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ექიმმა კლინიკაში ჩაატაროს კონკრეტული პაციენტის საჭიროების შესაბამისად, რათა შემდგომი გართულებები აიცილოთ თავიდან და ბავშვის კბილებიც უფრო საიმედოდ იყოს დაცული.


-რადგან ბავშვებში ემოციური ფონი მაღალია, მათი ერთ ადგილზე გაჩერება და კარიესის სამკურნალოდ ბურღის გამოყენება კი ხშირად პრობლემურიცაა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას და კარიესის მკურნალობის უმტკივნეულო მეთოდს დაავადების საწყის ეტაპზე. გერმანულმა კომპანია DMG-მ შეიმუშავა უნიკალური ICON ტექნოლოგია, რომელსაც “ინდიგო” თავის პატარა პაციენტებს სთავაზობს. ეს არ უნიკალური და ბავშთა სტომატოლოგიაში უალერნატივო მეთოდი, სრულიად უმტკინვეულო და არასტრესული პროცედურა. პროცედურის დროს ხდება სპეციალური ICON გელის ინფილტრაცია კბილის ქსოვილში, ამ გელის საშუალებით ხდება კარიესის საწყის ეტაპზე დაზიანებული ქსოვილების გამდიდრება მინერალებით, კარიესის კუპირება და სრული აღდგენა. პროცედურა ერთეტაპიანია და შედეგი მაშინვე სახეზეა.  ამ დროს კბილებს არ ვამუშავებთ მექანიკურად, ეს არის უმტკინვეულო და მცირეხნიანი პროცედურა. ICON ტექნოლოგიის გამოყენება ეფექტიანია კარიესის მხოლოდ საწყის ეტაპზე, ანუ მაშინ, როცა კბილის ქსოვილები შენარჩუნებულია, კბილის ზედაპირზე არ არის ღრუ და გვაქვს დემინერაზებული კერები – ადგილები, სადაც რამდენიმე თვეში უკვე ღრუ გაჩნდება.


-პატარა პაციენტებთან მუშაობა ექიმის მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და ამასთან ერთად, ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მან უნდა მოახერხოს და პატარას ნდობა დაიმსახუროს. ასევე, სტომატოლოგთან ვიზისი სახალისო პროცედურად უნდა აქციოს. სწორედ ამიტომ ბავშვების კბილებზე გაჩენილი კარიესული ღრუების ამოსავსებად ვიყენებთ გერმანული წარმოების ფერად ბჟენებს, რომლებიც ბავშვებისთვისაც მიმზიდველია. ფერად ბჟენს მოყვება საკუთარი ფერთა სკალა, სადაც 8 ულამაზესი ფერია. პატარას შეუძლია თვითონ შეარჩიოს ბჟენისთვის ფერი და დაბჟენის პროცედურაც სახალისო თამაშად გადაიქცევა. ფერადი ბჟენები უნიკალურია თავისი შემადგენლობითაც, მისი ტექნოლოგია სპეციალურად ბავშვებისთვისაა შემუშავებული. შეიცავს ფტორს, რომელიც დაბჟენის შემდეგ გამოიყოფა ბჟენიდან და შეიწოვება კბილის ქსოვილების მიერ, ამდიდრებს მას, რითაც კარიესის საფრთხე მნიშვნელოვნად მცირდება.

 

-ხშირად, მშობლებს უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა ვუმკურნალოთ სარძევე კბილებს, რამდენიმე წელიწადში მის ნაცვლად ახალი კბილები ხომ ამოვა? პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: დაზიანებული სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია. სარძევე კბილს აქვს აქვს ფესვი, ამ ფესვის ქვეშ, ყბის სისქეში არის პარკი, რომელშიც ზის მუდმივი კბილის ჩანასახი. მუდმივი და სარძევე კბილების სტრუქტურა ძალიან განსხვავდება. სწორედ აგებულების თავისებურების გამო, სარძევე კბილების კარიესი ძალიან ადვილად ღრმავდება და სულ მცირე დროში, ანთება გადადის კბილის არხზე, შემდეგ კი ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე. ასეთ დროს მუდმივი კბილის ჩანასახის დაზიანების რისკი მაღალია, მისი ჯანმრთელი განვითარებისთვის კი აუცილებელია მისი გარემომცველი პარკი დარჩეს დაუზიანებელი. სარძევე კბილის კარიესით დაზიანებისას, ხდება კარიესის ჰერმეტიზაცია და სპეციალური ბჟენით ამოვსება, რათა მისი ამოვარდნის ბუნებრივი დროის დადგომამდე დაავადება არ გართულდეს და არ დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი. 

 

გახსოვდეთ, რომ ბავშვის კბილებზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე იწყება, საუკეთესო ზრუნვა კი ნებისმიერი პრობლემის პრევენციაა.


 

ბავშვების პირის ღრუს ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგოს“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

 

 

კლინიკის ვიდეო სიახლეები კი გამოიწერეთ იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w

 

 

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 187/189

 

(+995 32)2 731313 (+995) 514 311113

 

——————————————–

 

ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა.29

 

(+995 04 22) 22 30 03,

 

(+995 04 22) 27 11 81 (+995) 514 131131


გადაბეჭდვის წესი


ასევე: