კვირის ამბები

სოფლის რწმუნებულებს თაღლითობაში დებენ ბრალს

23.01.2014 • 1455
სოფლის რწმუნებულებს თაღლითობაში დებენ ბრალს

 

 

სილაბაურის რწმუნებულის, ლევან ცეცხლაძისა და კაპრეშუმის რწმუნებულის, დავით თურმანიძის ადვოკატის დათო ჯაფარიძის განმარტებით, მათ ბრალი წინასწარ განზრახულ თაღლითობაში წარედგინათ, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც ნიშნავს თაღლითობას (7 დან 10 წლამდე პატიმრობა), სამსახურებრივ სიყალბესა (2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და ყალბი დოკუმენტების დამზადებას (3-დან 6-წლამდე პატიმრობა).

 

„დღეს ვამზადებ გირავნობის დოკუმენტაციას, ერთი პირის ქონება არის მოძიებული. იმედია, საღამოს გათავისუფლდებიან“, – განაცხადა „ბათუმელებთან“  დავით ჯაფარიძემ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, რომელსაც სასამართლოზე პროკურორი ანზორ უსტიაშილი წარმოადგენდა, სოფლის რწმუნებულებს მიწების უკანონოდ მითვისებაში ედავება.

 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.


სასამართლომ მომდევნო სხდომა 2014 წლის 4 მარტს 14 საათზე ჩანიშნა, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: