ცოლიკაურის რთველი ქედაში [ფოტო, ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება.

69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული.

ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური ჯერ არ დაუკრეფია, სხვა ბევრი ფერმერის მსგავსად ისიც მყიდველის მოლოდინშია. 1 კილოგრამი ცოლიკაურის ჩაბარების ფასი 1, 80 – 2 ლარია.

8

7

6

5

4

3

2

1

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი