ქობულეთში ფერდსამაგრ კედლებსა და გაბიონებს აშენებენ

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო  ფერდსამაგრი კედლები და გაბიონები 64 ადგილზე მოეწყობა.  ფერსამაგრი კედლებისა და გაბიონების მოწყობის მიზანი სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლების დამეწყვრის რისკის შემცირებაა.

სამუშაოების განსახორციელებლად 1 618 277 ლარი დაიხარჯება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის თანხა აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 116 ადგილზე საყრდენი კედლებისა და ფერდსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად  პროექტი უკვე შეძენილია. ობიექტები უკვე განხორციელდა გვარას ადმინისტრაციულ ერთეულში. სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან