მთიანი აჭარა

შუახევის საკრებულოს წევრი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

13.03.2015 • 1907
შუახევის საკრებულოს წევრი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

„პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და ხარჯვითი ნაწილის შესრულება შუახევში მხოლოდ 90% -ს აღწევს. პრემიერ-მინისტრმა კი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვთ“- აცხადებს, ის.

სოსლან ზოიძე ამბობს, რომ  შუახევის ბიუჯეტის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელია: „თითქმის 800 000 ლარი დარჩა აუთვისებელი, ეს ნიშნავს 100 პროცენტიან შესრულებას? დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გასულ წელს ან ვერ დაიწყო, ან დაიწყო და არ დასრულდა. მაგალითად შემიძლია დავასახელო ფურტიოს რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო და დღემდე არ დასრულებულა, სოფელ გორში სასმელი წყლის ჭაბურღილი უნდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, ბუთურაულში კი ჭაბურღილის მოწყობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს, არაფერს ვამბობ შესრულებული სამუშაოების ხარვეზზე,“-ამბობს, საკრებულოს წევრი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: