მთიანი აჭარა

ჩაქვში მოსახლეობა გაზიფიკაციას ითხოვს

30.05.2012 • • 2084
ჩაქვში მოსახლეობა გაზიფიკაციას  ითხოვს

ავტორი: მაია მიქელაძე

მარგო კაკაბაძე, ჩაქვის მკვიდრი: „სადღაც, დაკარგულ სოფლებში გაიყვანეს გაზი და ჩაქვის ცენტრში გაზი არა გვაქვს. ზამთარი მოდის, შეშა ძალიან ძვირი ღირს, მის ყიდვას მირჩევნია, გაზი იყოს და გადავიხადო. ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებთ, იქნებ მოგვაქციონ ყურადღება, ცენტრალური მილი გაიყვანონ და იქედან როგორმე მოვახერხებთ ოჯახებში შეყვანას“.
იმავეს ამბობს თამარის დასახლებაში მცხოვრები გულნარა მაისაიაც.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ტექნიკური ზედამხედველის, ირაკლი მაისურაძის თქმით, „ჩაქვში გასულ წელს აშენდა გაზის გაყვანილობა, მაგრამ მთლიანი ტერიტორია არ დაფარულა. წელს კი პროექტით გათვალისწინებული არ არის ჩაქვის სხვა ტერიტორიების გაზიფიკაცია. ეს ტერიტორიები ალბათ მომავალი წლის პროექტის მიხედვით დაიფარება. წელს მხოლოდ ხუთსართულიანი კორპუსების გაზიფიკაცია იგეგმება, ასეთი ჩაქვში ცხრა კორპუსია. დაემატება საშუალო წნევის მაგისტრალი, საიდანაც მოსახლეობა თავისი ხარჯებით გაიყვანს გაზს საცხოვრებელ სახლებამდე“.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: