მთიანი აჭარა

ტრენინგები ფერმერი ქალებისათვის

30.05.2012 • • 1647
ტრენინგები ფერმერი ქალებისათვის

გიორგი სურმანიძე, ფერმერი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო! მიხარია გაცნობოთ საინტერესო და ვფიქრობ, სასარგებლო ინფორმაცია ქალბატონი ფერმერებისათვის. USAID -ის მხარდაჭერით აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილია ჩატარდეს სასწავლო კურსები სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც უშუალო ორგანიზებას გაუწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის“ ბათუმის ფილიალი. სწავლების მიზანია მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მიღება და ცოდნის ამაღლება, რათა ამ სფეროში მოღვაწე ქალბატონები იყვნენ უფრო წარმატებულები და მისაბაძები.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ მარტო ქალები და არა მამაკაცები? ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ჩვენს რეგიონებს აკლია ქალების ჩართულობა ბიზნესში. თუკი ჩვენ ტრადიციულად მივიჩნევთ, რომ ქალი დიდ როლს კისრულობს ოჯახის მფარველობასა და შვილების გაზრდაში, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, თანაც ძირითად შემთხვევაში შესანიშნავად ართმევს თავს. ახლა მე გეკითხებით, რატომ არა ბიზნესი?
ცივილიზებულ სამყაროში ქალების როლი დიდია ბიზნესის სფეროში. ფერმერი ქალები წარმატებით ართმევენ თავს წარმოებას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს და რაც მთავარია, ფერმერული ნაკვეთების სწორ დაგეგმარებას. მაგალითად, ჰოლანდიაში ფერმერს არ აღიქვამენ სერიოზულად, თუ მისი ცოლი არ არის ჩართული მთელი წარმოების ციკლის ზრუნვაში, მამაკაცები ამბობენ: `თუ არა ქალური მზრუნველობა, სხვას რას შეუძლია უკეთ მართოს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები~.
ძველად აჭარაში საბოსტნე მეურნეობით განისაზღვრებოდა ქალის ავკარგიანობა, თუ ოჯახს კარგი ფხალი, ლობიო, პომიდორი ან მწვანილი ჰქონდა, ესე იგი, ამ ოჯახში კარგი ქალი იყო.
მე მგონი საკმარისი მაგალითები მოვიყვანე იმისათვის, რომ პროექტის მნიშვნელობისათვის გამესვა ხაზი.
ჩვენი პროექტი გათვლილია ციტრუსის წარმოებაზე, შენახვასა და გასაღებაზე. ვფიქრობ, ეს საკითხი მეტად თემატური და საჭირბოროტოა ჩვენი რეგიონისთვის. ვინაიდან ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მიწები სწორედ ციტრუსს უკავია. პროექტის ფარგლებში უნდა შეირჩეს ასი დაინტერესებული ქალბატონი გურია-აჭარის რეგიონებიდან.
იმისათვის, რომ სწავლების თემები იყოს უფრო საინტერესო და თქვენთვის გამოყენებადი, ჩვენ გაძლევთ არჩევანის საშუალებას, თუ რა საკითხებზე გნებავთ ცოდნის გაღრმავება.
პატივცემულო ქალბატონებო, ვინც ხართ დაკავებული ციტრუსის წარმოებით ან გაქვთ რაიმე სახის შეხება ციტრუსთან, გთხოვთ, გამოიჩინოთ აქტიურობა და შეგვეხმიანოთ, რათა ერთად დავგეგმოთ სასწავლო დღის განრიგი და თემატიკა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები და რჩევები. ჩვენ კი საკუთარ თავზე ავიღებთ შეხვედრის ორგანიზებას და შევეცდებით, ეს დღე იყოს ნაყოფიერი და სასიამოვნო ყველასათვის.

სასწავლო კურსში ჩართვის მოსურნე ფერმერი ქალები დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 597 12 24 57

გადაბეჭდვის წესი