მთიანი აჭარა

როცა ზღვა ღელავს, ყოველი დღე შიშით ღამდება

30.05.2012 • • 1774
როცა ზღვა ღელავს, ყოველი დღე შიშით ღამდება

მაია მიქელაძე, მოქალაქე ჟურნალისტი

დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ყოველი დღე შიშით ღამდება, განსაკუთრებით ავდარში, რადგან ზღვისპირას მდებარე სახლებში ტალღებმა ლამისაა სახლში შეაღწიოს.
ზღვამ რამდენიმე სახლს საძირკველი გამოაცალა. ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ნოდარ შარაშიძე ამბობს, რომ შარშან ზღვამ გზა წაიღო; „კი შეაკეთეს, დიდრონი ლოდები მახოს თავიდან ჩამოიტანეს და ჩაყარეს, მაგრამ ზღვა ისევ აფუჭებს, არავინ იცის, ხვალ რას იზამს. ავდარში ძალიან ცუდი სიტუაციაა, ტალღები იმხელაა, რომ სახურავს წვდება და წყალი ოთახებში ჩამოგვდის, საწოლები დაგვისველდა, მაგრამ მეტი გამოსავალი არ გვაქვს. ხულოს რაიონიდან წამოვედით, რადგან იქ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდი. ეს პატარა ფართობი მეპატრონეს ვთხოვე, ჩემი ხარჯებით გავარემონტე, კარ-ფანჯარა ჩავსვი და შემოვსახლდი, ვიფიქრე, აქ საშიშროება არ დაგვემუქრებოდა, მაგრამ როგორც ვატყობ, ჩემზეა ნათქვამი, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. ჩაქვის გამგებელი, როინ ცინცაძე გვპირდება დახმარებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს.“

ჩაქველების თქმით, ადრე იქ, სადაც ახლა ზღვის სანაპიროა, ყანები ყოფილა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო რამეს არ იღონებს, შეიძლება მალე ეს ადგილიც აღარ იყოს.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: