მთიანი აჭარა

რეპორტაჟი მაჭახელას თოფის სამჭედლოდან

30.05.2012 • • 2710
რეპორტაჟი მაჭახელას თოფის სამჭედლოდან

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მაჭახელას თოფის ძეგლი მაჭახლის ხეობის შესასვლელში მაჭახლის ხეობის შესასვლელში, იქ სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება მაჭახელას თოფის ძეგლი დგას. კაჟიანი თოფი ხეობის სიამაყე, ისტორია და წარსულია. ქვის ლოდზე, რომელზეც თოფის ძეგლი დგას, დავით წერეთლის სიტყვებია ამოტვიფრული: „პატარა მაჭახელი, არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“.

მაჭახელას ხეობას აღმა, სოფელ ზედა ჩხუტუნეთისკენ მივუყვებით. მეგზურობას სინდიეთელი, 75 წლის დავით ძნელაძე მიწევს. ბატონი დავითი ყოფილი პოლიციელია, პოლიციაში 23 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაში გავიდა და ხელი საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლას მიჰყო.

„ამ ადგილს ეძახიან შავ მორიელას. ე.ი. შელამაზებულია სიტყვა შავი მორევი, ღრმა მორევია, შავად მოჩანდა. ზემოთ ის ადგილი არის ქვახრიალა, იმიტომ უძახიან ქვახრიალას რომ ქარია თუ წვიმა, ხშირად მოდის ქვები, ამიტომ ქვახრიალა დაარქვეს,“ – დავით ძნელაძე მდინარე მაჭახელას ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გვიჩვენებს.

ზედა ჩხუტუნეთი პატარ-პატარა უბნებად არის დაყოფილი. გვიანეთი, ძნელიეთი, ძნელქედი. პირველი გაჩერება გვიანეთია. სოფელში ჩვენს მინი ექსპედიციას გვიანეთელი ვასო ძნელაძე უერთდება. გვიანეთში ცოტახანს ვჩერდებით და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებით ვინტერესდებით.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=tM62uNdaRvU&feature=youtu.be]

„თავის დროზე „სავეცკი“ პერიოდი იყო და მოგეხსენებათ მაშინდელი ცხოვრება. ახლა პენსიონერი ვარ რას უნდა ვსაქმიანობდე. სოფელში ვართ, ბაღჩა გვაქვს, ძროხა გვყავს და თავს ვირჩენთ, თავი გაგვაქვს. სოფელში გადაუჭრელი პრობლემებები არაა მაგალითად, რომ ვიწუწუნოთ იმფერიც, მაგრამ მთლად დალხენილიც ვართთქო ესეც ვერ ვიტყვი,“ – ამბობს გვიანეთში მცხოვრები მარგო ძნელაძე.

„ვეგუებით ამ ცხოვრებას, სიმინდიც მოდის, ლობიოც მოდის, კარტოფილიც მოდის, თუ იშრომე ყველაფერი იქნება, თუ ხელი არაფერს არ მოკიდე, რამე არ მოვა. იშრომებ ჭამ, არ იშრომებ ვერ ჭამ,“ – ამბობს გვიანეთელი ჯემალ კახიძე.

[slideshow]

მაჭახელას თოფის ისტორია

გზას ძნელიეთისკენ ვაგრძელებთ. გზაში დავით ძნელაძე მაჭახელას თოფის ისტორიას გვიყვება. მისი თქმით კაჟიანი თოფი მაჭახელა სოფელ ზედა ჩხუტუნეთელმა სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, უსტა სალიხად წოდებულმა.

„თოფი მაჭახელა რომ სალიხ ძნელაძემ გამოიგონა ამას ადასტურებს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხანდაზმული ხალხი. ახლა ხან ქავთარაძეს ამბობენ, ხან ნაგერვაძეს და სხვებს, მაგრამ მე უფრო სალიხ ძნელაძის გამოგონებული მგონია. ხალხი ხომ ტყუილად არ დააბრალებდა თოფის გამოგონებას. ზოგიც ამბობს რომ ძნელაძემ თოფი მოიგონა და ქავთარაძემ დენთიო. ძნელიეთში დღემდეა შემორჩენილი სალიხის შთამომავლების მიერ გაკეთებული სამჭედლო,“ – ამბობს დავით ძნელაძე.

ძნელიეთში ასულები იმ სამჭედლოს სანახავად მივდივართ, სადაც წლების მანძილზე ცნობილი მაჭახელას თოფი მზადდებოდა. სამჭედლო ძნელაძეების ოჯახს ეკუთვნის.

„სამჭედლო სად არის?“ – კითხულობს ბატონი დავითი და ეზოს ერთ კუთხეში ნანგრევების გორას გასცქერის.
„თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩემმა ქმარმა დაანგრია, მაგრამ აღვადგენთ აუცილებლად,“ – გვეუბნება ძნელაძეების ოჯახის რძალი ნათელა დუმბაძე.

„მე როგორც ვიცი ჩემმა მამამთილმა, ასლან ძნელაძემ, ომიდან რომ დაბრუნდა მაშინ გააკეთა ეს სამჭედლო. მაჭახელას თოფის გასაკეთებელი დაზგა ზემოთ მუზეუმშია. სოფელს ყველანაირად ხელს უწყობდა, ცულს უკეთებდა, თოხს უკეთებდა. სულ იტყოდა რომ რამდენი ათასი ლარის გატანილია გარეთ, მაგრამ არავის ფულს არ ვართმევდი და სამადლო საქმესაც ვაკეთებდიო. ეს ცოდნა გენებში აქვს ჩემს ოჯახს, მამამთილის ბაბუაც აკეთებდა, ჩემმა ქმარმა და შვილმაც იცის,“ – ამბობს ნათელა დუმბაძე.

დავით ძნელაძე დანგრეულ სამჭედლოს შემდეგ სახვეწი ხელსაწყოს ჩარხს ეძებს. აღმოჩნდა რომ ჩარხი ბაღჩაშია.

„როცა ძველს ვივიწყებთ, დაქცეულია ის ქვეყანა,“ – ამბობს დავით ძნელაძე და ბაღჩაში ჩადის სახვეწი ჩარხის სანახავად. მისი თქმით მეორე სახვეწი ჩარხი მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=_znTRjqUZio&feature=youtu.be]

ზედა ჩხუტუნეთში ასულებს სოფლის ცენტრში მოსახლეობა გვხვდება. ადგილობრივები პრობლემებზე ნაკლებად საუბრობენ.
„კარტოფილს ვრგავ, საქონელი მყავს და ისე ვცხოვრობთ როგორც სხვები ცხოვრობენ. სოფელში ვმუშაობ მიწაზე და შემოსავალიც მყოფნის,“ – ამბობს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხასო კახიძე.

ზედა ჩხუტუნეთში 9 წლიანი სკოლაა, სადაც ამჟამად 40 ბავშვი სწავლობს. ჩხუტუნეთის მცხოვრებლებს გასახსენებელი ბევრი აქვთ, მათ შორის ერთი ფაქტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და პოსტრევოლუციურ პერიოდს უკავშირდება.

„გარდამავალი პერიოდი რომ იყო, ამ მსხალზე დაკიდეს ნაციონალების დროშა. გამგებელი გვყავს ახლა დუმბაძე, იმან ამოვიდა და აბა „დრუჟბა“ მოიტანეთ ეს მსხალი უნდა მოვჭრაო. მაშინ მილიციაში მუშაობდა, ახლა რაიონის გამგებელია. მსხალს ვინ მოაჭრევინებდა და ჩამოიღეს დროშა,“ – ღიმილით იხსენებენ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრებნი.

მაჭახელას მუზეუმი

მთელი მაჭახელას ხეობის ისტორიას ზედა ჩხუტუნეთში მდებარე მაჭახელას ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი ინახავს. მუზეუმი, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული, 1984 წელს გაიხსნა.

„იმ დროისთვის განთავსდა 700 ექსპონატი მუზეუმში. აქ ძირითადად, საყოფაცხოვრებო, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნივთებია დაცული. მუზეუმი ზურაბ ნაგერვაძემ დააარსა. ექსპონატები კი ორიგინალური ხერხით შეაგროვა. გააკეთა ღონისძიება, სოფელი გაყო ორ ნაწილად, ერთს დაარქვა მაჭახელა, მეორეს ჩანჩქერი. ვინც ხანჯალს მოიტანდა იყო ასი ქულა, ვინც თოფს მოიტანდა იყო 100 ქულა, ვინც თუნგს მოიტანდა იყო 5 ქულა. იყო შეჯიბრებები მაგალითად ლექსის თქმაში, ძირითადი ექსპონატები იმ დროს შემოვიდა. ერთი წავიდოდა თუნგს მოიტანდა ხუთი ქულით უსწრებდა, მეორე წავიდოდა ხანჯალს მოიტანდა 100 ქულით უსწრებდა, საბოლოოდ ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, ქულები გაათანაბრა. ისინიც დამშვიდებული წავიდნენ და საბოლოოდ ეს მუზეუმი შეგვრჩა,“ – ამბობს მუზეუმის ახლანდელი დირექტორი მალხაზ ნაგერვაძე.

მუზეუმის დირექტორი ხუთბეზე ამოჭრილ ჩუქურთმებს გვაჩვენებს და მის უნიკალურობაზე საუბრობს.

„200 წელია ანათებს აი ამ ფანჯრიდან მზე და ჯერჯერობით საღებავებს ფერი არ შეუცვლია, როგორც წაუსვეს, ისევ ისე არის. ფიცარზე არის ამოკვეთილი ვაზი, ყურძენი, და ორნამენტებს შორის არცერთი მილიმეტრი გადახრა არ არის. საერთოდ მუსლიმანურ სარწმუნოებაში და განსაკუთრებით ჯამეში აკრძალული იყო ღვინო, ყურძენი, სპირტიანი სასმელები, მაგრამ ქართველებმა ამოკვეთეს ვაზი. ეს რომ იმდროისათვის თურქებს გაეგოთ შენობას დაანგრევინებდნენ, ან დაწვავდნენ. ხუთბეზე ასევე ამოკვეთილია დოქი და ბორჯღალო, რომელიც მეორე-მესამე საუკუნეში საქართველოს გერბი იყო და აი ამით გვითხრეს რომ აი ჩვენ ამას გვაკეთებინებენ, ჩვენით კი არ ვაკეთებთ,“ – ამბობს მალხაზ ნაგერვაძე.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=naGeuckF3dk&feature=youtu.be]

გადაბეჭდვის წესი