მთიანი აჭარა

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს ქედაში საჯარო სამსახურები დაიკეტა

30.05.2012 • • 1539
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს ქედაში საჯარო სამსახურები დაიკეტა

ავტორი: ეკა ბარამიძე

11 მაისს, 12 საათსა და 45 წუთზე, ქედაში თითქმის ყველა საჯარო სამსახურის კარი ჩარაზული იყო, გარდა საჯარო რეესტრისა. შენობაში, სადაც საკრებულო, გამგეობა, სოციალური სუბსიდიების ქედის სამსახური და რესურსცენტრია განთავსებული, მხოლოდ დაცვის პოლიცია და 3 თანამშრომელი იმყოფებოდა. საჯარო სამსახურების დაკეტვის მიზეზი ქედაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი აღმოჩნდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მოსულთაგან თითქმის ყველა საჯარო მოხელე იყო.

დილის 12 საათიდან ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, რესურსცენტრის, საგზაო დეპარტამენტის, სოფლისა და თემის რწმუნებულები, წყალკანალის, ბუნებრივი რესურსების მართვის ქედის განყოფილების, კულტურის სახლის, სოციალური სუბსიდიების ქედის სამსახურისა და სპორტსკოლის თანამშრომლები, სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორები – ქედის კულტურის სახლის ეზოში დავით ბაქრაძეს თითქმის ორი საათი ელოდნენ. დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანზორ ბოლქვაძე და ქედის დეპუტატი იაშა შერვაშიძე მოვიდნენ.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ქედის სოციალურ პრობლემებზე, ჯანდაცვაზე, დაზღვევის მნიშვნელობაზე, სოფლების ინტერნეტიზაციასა და პენსიების გაზრდაზე ესაუბრა. „ჩვენ 2 მილიონამდე გავზრდით დაზღვეულ ადამიანთა რაოდენობას, დავაზღვევთ პენსიონერებს, ასაკოვან ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, სადაზღვევო პაკეტები იქნება უკეთესი, გავზრდით პენსიებს, ვმუშაობთ ახალი დეკლარაციის ფორმულის დაწერაზე, რომელიც მიბმული იქნება შემოსავალზე და არა ქონებაზე, ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას მივეცით უფლება, დამატებითი სიის შედგენაზე, 2015 წელს აღარ უნდა არსებობდეს წყლის, გზის პრობლემები, ამ დროისთვის დასრულებული უნდა იყოს სკოლებში კომპიუტერიზაციის პროცესი, სასწაულების მოხდენას არ გპირდებით, გავაკეთებთ გაისად, გავაკეთებთ 2-3 წელიწადში” – განაცხადა მან.

შეხვედრაზე მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სოფლების ინტერნეტიზაცია, 24-საათიანი აფთიაქის გახსნა და სადაზღვევო პაკეტებზე თვალის გადავლება სთხოვა, შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ დავით ბაქრაძეს წერილები გადასცა.

გადაბეჭდვის წესი