მთიანი აჭარა

კალიფორნიელი მოხალისე ხულოდან

30.05.2012 • • 1483
კალიფორნიელი მოხალისე ხულოდან

„ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა“

ვტორი: ეკა ბარამიძე

კალიფორნიელი პატრიგ გრანტი საქართველოში პროგრამის – „მშვიდობის ეგიდით“ ფარგლებში მოხალისე მასწავლებლად ორწლიანი ხელშეკრულებით ჩამოვიდა. ის ხულოს საჯარო სკოლაში ორი წელია ინგლისურ ენას ასწავლის.
კალიფორნიის შტატში დაბადებული, 26 წლის პატრიგ გრანტი უკვე ორი წელია ხულოში ცხოვრობს და ინგლისურ ენას საჯარო სკოლაში ასწავლის.

პატრიგი სპეციალობით კინოანალიტიკოსია, საქართველოში ჩამოსვლამდე კალიფორნიაში, ბანკში მუშაობდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. პროგრამის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა, მეგობრისგან შეიტყო: „გადავწყვიტე, პროგრამაში მონაწილეობა მიმეღო, ამისთვის ინტერნეტში ყველა საჭირო ინფორმაცია მოვიძიე, სივი შევავსე და დაველოდე შეტყობინებას. ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ პროექტში მოვხვდი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, სად და რომელ ქვეყანაში მომიწევდა მოხალისე პედაგოგად წასვლა. მოგზაურობაზე პატარაობიდანვე ვფიქრობდი, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ქვეყანაში გამიშვებდნენ. საქართველო, როგორც ქვეყანა, მას შემდეგ ვიცი, როდესაც ოლიმპიადაზე ახალგაზრდა ქართველი მოციგურავე ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გარდა ამისა, ჩვენი ტელევიზიები ხშირად აშუქებდნენ აგვისტოს ომს“.

წელს პატრიგ გრანტმა პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტში მიიღო მონაწილეობა, წარდგენილი პროექტით გაიმარჯვა, მოპოვებული გრანტით, 3 000 ლარით ხულოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ოთახი კეთილმოაწყო, ახალი ინვენტარი შეიტანა და ამბობს, რომ ამით ძალიან ბედნიერია: „ვიცოდი, რა სჭირდებოდა სკოლას, კლასს და ეს ყველაფერი პროექტში მივანიშნე, საჭირო ნივთების შეძენაში ადგილობრივი პედაგოგი მთვარისა დამეხმარა. ვიყიდეთ სკამები, მერხები, კომპიუტერი, პრინტერი, წიგნების კარადა, წიგნები, ფარდები და თვალსაჩინოებები“.

ხულოს საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ სკოლას ძალიან გაუმართლა პატრიგისნაირი მოხალისე პედაგოგი რომ ჰყავს.
პატრიგი მოსწავლეების წახალისების მიზნით ყველა სემესტრის ბოლოს წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრებს ჩუქნის. პატრიგს მოსწავლეებისთვის საჩუქრებს დედა უგზავნის კალიფორნიიდან. წელს, ხულოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები მოამზადა საახალწლო ზეიმისთვის და „წითელქუდას” მონაწილეები ინგლისურად აამეტყველა.

ხულოში ორწლიანმა ცხოვრებამ პატრიგს გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბა საქართველოზე. ქართულ კულტურას, ენას და ტრადიციებს სხვა უცხოელ პედაგოგებთან ერთად ჩამოსვლისთანავე გაეცნო, ამისთვის სპეციალური ტრენინგები გაიარა და ქართულ ენასაც პირველად იქ დაეუფლა, დღეს ქართულად საუბრობს და ამბობს, რომ ენის სწავლაში ტრენინგები და ხულოში ორწლიანი ცხოვრება დაეხმარა: „სხვა ერებთან შედარებით განსხვავებული ტრადიციები გაქვთ, ქართველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და ცნობისმოყვარეა. ქართული სასწავლად რთული ენაა, მაგრამ სირთულეები დავძლიე.“

კალიფორნიელ მოხალისე პედაგოგს ყველაზე მეტად ხულოში არსებული კლიმატური პირობები არ მოსწონს. ამბობს, რომ თოვლი უნახავს, მაგრამ ასეთი დიდი -არასოდეს. „ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა“ -ამბობს პატრიგი.
ხულოში ინტერნეტი არ არის, ამიტომ პატრიგმა მოდემი შეიძინა და ყოველ დღე ოჯახის წევრებს სკაიპით უკავშირდება და შთაბეჭდილებებს უზიარებს. მის მოსანახულებლად წელს კალიფორნიიდან ძმა და რძალიც ჩამოვიდნენ.

პატრიგი ხულოში კიდევ სამ თვეს დარჩება, სამი თვის შემდეგ, პროგრამის დასრულებისთანავე წასვლას აპირებს და სამსახურსაც აქედან ეძებს, ამბობს, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა კარგი სამსახურის ნახვაში დაეხმარება: „ჩვენი ქვეყანა პროგრამას 50 წელია ახორციელებს, პროგრამის ფარგლებში მოხალისე პედაგოგები სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან, იქ შეძენილი გამოცდილება ჩვენთან დასაქმების საწინდარია. პროგრამას სამ თვეში ვასრულებ, სამუშაოს ინტერნეტში ვეძებ, არ მაქვს გადაწყვეტილი, სად დავიწყებ მუშაობას, მაგრამ ერთი რამ ვიცი – ბანკში არასოდეს ვიმუშავებ“.

გადაბეჭდვის წესი