მთიანი აჭარა

ისინი, ვინც „ქართული ოცნების“ ასრულებას აჭარაში გეგმავენ

30.05.2012 • • 1635
ისინი, ვინც „ქართული ოცნების“ ასრულებას აჭარაში გეგმავენ

ავტორი: ნათია ზოიძე
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარაში ამ დროისთვის მხოლოდ სამი შტაბის ამოქმედება შეძლო, ქობულეთში კი შტაბის ხელმძღვანელის ორჯერ დანიშვნაც მოასწრეს. რაც შეეხება პარტიის ლიდერებსა და მაჟორიტარებს, მათ „ქართული ოცნება~ სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე შეარჩევს. ეს ინფორმაცია თავად კვლევების ავტორმა, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაადასტურა.

დავით ანანიძე61 წლის ყოფილი მოსამართლე დავით ანანიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბს ქედაში უხელმძღვანელებს. ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთხელ უკვე იყო – წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ყოფილი მოსამართლე ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე #9-ში, ახალ ოფისში აქტივს უკვე შეხვდა. ეს კოალიცია „ქართული ოცნების~ პირველი ოფისია მაღალმთიან აჭარაში.

პროფესიით იურისტი ქედაში „არჩევნების მოგებასა და სამართლიანობის აღდგენას გეგმავს“. „ახლა მთელს ქვეყანაშია ის, რაც ადრე ასლან აბაშიძის დროს აჭარაში იყო“, – მიაჩნია დავით ანანიძეს, რომელიც აბაშიძის მმართველობის დროს ჯერ აჭარის მთავარი პროკურორი იყო, შემდეგ კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს კოლეგიალური სასამართლოს თავმჯდომარე. მას, როგორც მოსამართლეს, 22-წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ წელიწადში საშუალოდ 3-4-ჯერ გამოჰქონდა გამამართლებელი განაჩენი.

ევროსასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ თენგიზ ასანიძეს პირველი განაჩენი სასამართლომ ანანიძის თავმჯდომარეობის დროს გამოუტანა. დღეს ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დიდ უხერხულობას არ გრძნობს, რადგან მიაჩნია, რომ მის გადაწყვეტილებას საფუძველი ჰქონდა. თანაც მისი გადაწყვეტილებით ასანიძე ციხეში „მხოლოდ ერთ თვეს იჯდა“.

დავით ანანიძე ვარდების რევოლუციის შემდეგაც მოსამართლედ მუშაობდა, 2008 წლამდე. აბაშიძის ჩინოვნიკებისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის ქონებაც მას აქვს ჩამორთმეული. დღეს იხსენებს, რომ მაშინ პროკურატურის მოთხოვნის თითქმის 30-% არ დააკმაყოფილა. ამ საქმეში ერთ-ერთი თავი ასლან აბაშიძის დის – ნარგიზ აბაშიძისა და ილია ანანიძის საერთო ქონებას – ე.წ. ხოფის ბაზრობის ჩამორთმევასაც ეხებოდა. ეს კონკრეტული საქმე დავით ანანიძემ იმ მიზეზით აიცილა, რომ ილია ანანიძე მისი ძმა იყო.
2008 წლის შემდეგ, უკვე რეზერვის მოსამართლეს, როგორც თვითონ ამბობს, „უსამართლობის განცდამ“ სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა. ის პოლიტიკაში წავიდა. ამის შემდეგ ე.წ. ხოფის ბაზრობას ანანიძის ძმის ნაცვლად ახალი მესაკუთრე გაუჩნდა (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო). დავით ანანიძის ძმა კი ფინანსური მაქინაციის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. დღეს ყოფილი მოსამართლის პოლიტიკური არჩევანი „ეროვნული ფორუმია“.

ბათუმში კოალიციის შტაბი გასულ სამშაბათს უნდა გახსნილიყო – შტაბის ხელმძღვანელი უნდა დაენიშნათ, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ქობულეთში შტაბის უფროსი უკვე მეორედ წარადგინეს.

ქობულეთი ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონებს შორის, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ შტაბი გახსნა და უფროსად რუსუდან დვალაძე წარადგინა. ქობულეთში მაშინ დავით უსუფაშვილი, ელისო ჩაფიძე და კახა შარტავა საგანგებოდ ჩამოვიდნენ. დვალაძის წარდგენას სხვადასხვა ბეჭდურმა გამოცემებმა სტატიებიც მიუძღვნეს. თითქმის ორი თვის თავზე კი, 5 მარტს დანიშნული შტაბის ხელმძღვანელი ანზორ თხილაიშვილით ჩაანაცვლეს.

ანზორ თხილაიშვილიანზორ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს რა იყო საკადრო გადაადგილების მიზეზი. ამბობს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილება ბუნებრივია. როგორც ამბობს, მას თბილისიდან, პარტიიდან, დაუკავშირდა მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურა და უთხრა, რომ შტაბს მას აბარებდნენ. „რა დასამალია და ადრეც მქონდა შემოთავაზება. მაშინ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დავთანხმდი. დვალაძე არსად წავა, ის იქნება კოალიციაში და პარტია ფუნქციას დააკისრებს“.

მურმან დუმბაძე, რომელიც უკვე პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოფიციალური სახეა ბათუმში, კატეგორიულად უარყოფს ამ ცვლილებაში მის როლს. ის ამბობს, რომ ამ საკადრო ცვლილებასთან კავშირი არ აქვს.

პროფესიით ეკონომისტი ანზორ თხილაიშვილი ფიქრობს, რომ მისგან ალბათ „განვითარების უფრო მაღალ ტემპებს მოელიან. ეს მოსალოცი არა მგონია იყოს, პირველ რიგში, მომისამძიმრეს და შემდეგ მითხრეს გილოცავთო. აქ ხალხი ჯერ შიშიდან არის გამოსაყვანი“, – ამბობს თხილაიშვილი.

ანზორ თხილაიშვილი კოალიციაში ახლა ალასანიას პარტიას წარმოადგენს, მანამდე კი მისი არჩევანი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იყო. წესით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობა უნდა მიელოცათ, მაგრამ გიორგი თარგამაძემ მაშინ სხვა არჩევანი გააკეთა. როგორც თავად ამბობს, თხილაიშვილს უთხრა, პროპორციული სიით მიღებული მანდატი მომდევნოსთვის დაეთმო. სიაში კი მას იურისტი ნუგზარ ფუტკარაძე მოსდევდა – მოქმედი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თხილაიშვილი ახლა საჯაროდ ამბობს, რომ თარგამაძე ხელისუფლებას გაურიგდა. ამ თემაზე საუბარს ის კიდევ ერთხელ მაშინ გეგმავს, როცა მე-9 არხი, ანუ „ივანიშვილის ტელევიზია“ გაიხსნება.

თხილაიშვილი გარემოს დაცვის მინისტრად 13 წელი მუშაობდა. აქედან ასლან აბაშიძის გარეშე მხოლოდ 15 დღეს იყო მინისტრი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ზუსტად ორი კვირით დატოვეს თანამდებობაზე.

თხილაიშვილის სამუშაო გამოცდილების სიაშია „ეროვნული ხელისუფლების“ პერიოდში ქობულეთის პრეფექტობაც. შემდეგ ის ლევან ვარშალომიძის მამის, მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის, გურამ ვარშალომიძის მოადგილეც იყო.

ანზორ თხილაიშვილის ამჟამინდელ თანაპარტიელს, მისგან განსხვავებით, პოლიტიკური ცხოვრების მხოლოდ 2-წლიანი გამოცდილება აქვს. ყოფილი კალათბურთელისთვის ალასანიას პარტია, ჯერჯერობით, პირველიცაა და უკანასკნელიც. პროფესიით გეოგრაფს, 38 წლის თემურ კახიძეს კოალიციამ „ქართული ოცნების“ შტაბი ხელვაჩაურში ანდო.
თემურ კახიძეს
საკალათბურთო კლუბ „ბასკოს“ ყოფილი მოთამაშე და შემდეგ გუნდის მენეჯერი პოლიტიკური რაუნდისა და თამაშის მოგებას ახლა ახალ გუნდთან ერთად გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი