მთიანი აჭარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად

30.05.2012 • • 1783
აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად

ავტორი:ნათია ზოიძე

მალე აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი საარჩევნო კანონი ექნება. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შესაძლებელია უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად ჩატარდეს. ახალი კანონით შესაძლებელია დეპუტატობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს და ამისთვის პარტიული კუთვნილება საჭირო არ არის, ხოლო საკრებულოს წევრები, თუ უფლებამოსილებას არ შეიჩერებენ, უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდებიან.

არჩევნების წინ კანონებში მსგავსი ცვლილებები ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების მუდმივი საგანია, გასულ არჩევნებზე კი ბოიკოტის მიზეზიც გახდა.სიტუაცია ისე გამწვავდა რომ”რესპუბლიკურმა პარტიამ” პროკურატურას მიმართა და ლევან ვარშალომიძეს და მიხეილ მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების შედეგი 4 წლის შემდეგაც უცნობია.

რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს დროზე ადრე დატოვებას არ გეგმავს, მაგრამ არასამართლიანად მიაჩნია ინიციატივა, რომელიც მას, როგორც საკრებულოს წევრს, უზღუდავს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებას. თუ კოალიცია “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ ირაკლი ჩვალეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად მაინც წარადგინოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან საკრებულოს დეპუტატობაზე უარი უნდა თქვას და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში იგი ვერც საკრებულოში დაბრუნდება.

„ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს“ _ ამ ანდაზით ასაბუთებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნოდარ ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს ახალი საარჩევნო კანონპროექტის შესაბამისი მუხლის სამართლიანობას. მისთვის სავსებით მართებულია, თუ საკრებულოს წევრს უნდა რომ გახდეს უმაღლესი საბჭოს წევრი, საკრებულოში უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად რომ დარეგისტრირდნენ, საკრებულოს წევრების გარდა, უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, მოსამართლეები, პროკურორები, პრეზიდენტის მრჩევლები. ეს ჩამონათვალი არასრულია, მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრი ის გამონაკლისია, რომელსაც შეუძლია უმაღლესი საბჭოს დეპუტატად კენჭი იყაროს ისე, რომ პარლამენტის მანდატს არ გამოეთხოვოს.

უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთად ჩატარდება, მაშინ პრობლემაც არ იქნება, ერთი კანდიდატი ორ სიაში პარალელურად მაინც ვერ იქნება, მაგრამ სხვა შემთხვევაში, „თუ უნდა გადადგნენ მინისტრის მოადგილეები და გუბერნატორების მოადგილეები, ამ ლოგიკით რატომ არ შეიძლება შეუჩერდეთ უფლებამოსილება საკრებულოს წევრებს. რაც მეტია თანაბრობის პრინციპი, მით მეტია დემოკრატიულობის ხარისხიც”, _ ამბობს პეტრე ზამბახიძე, თუმცა დასძენს, რომ კანონპროექტის განხილვისას თუ იქნება არგუმენტები, შესაძლოა იმ პირთა სიას, რომლებმაც თანამდებობა უნდა დატოვონ, პარლამენტის წევრებიც შეუერთდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ ახალი კანონის პროექტს არ იცნობენ, ამიტომ მათი რეკომენდაციები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” პირველადი რეკომენდაცით კი, თანამდებობის პირთა ჩამონათვალს პარლამენტის წევრებიც უნდა დაემატოს. თამარ პაპავაძე ამბობს, რომ “ასე პარტიამ შეიძლება გამოიყენოს პარლამენტარები, როგორც ცნობადი სახეები უმაღლესი საბჭოს სიის შედგენის დროს, თუმცა შემდეგ ისინი კვლავ საქართველოს პარლამენტში დარჩნენ, ხოლო უმაღლეს საბჭოს მანდატებს გაინაწილებენ სიის მომდევნო ნომრები, რომლებიც ნაკლებად ცნობილი იქნებიან საზოგადოებისთვის”.

ახალი კანონის პროექტს ჯერ დეტალურად არ იცნობს მურმან დუმბაძე, თუმცა ორი არჩევნების ერთად ჩატარებას უკვე აპროტესტებს.

არჩევნების წინ კანონში შსული ცვლილებების ისტორია

2008 წელს უმაღლესი საბჭო გაყალბებული კანონით აირჩიეს, ეს აჩვენა „ბათუმელების” საგამოძიებო სტატიის ფარგლებში უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილმა აუდიოჩანაწერების ანალიზმაც. წინა მოწვევის დეპუტატებმა საარჩევნო კანონში ცვლილებები სესიაზე სხვა რედაქციით მიიღეს, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში კი კანონის სხვა რედაქცია გამოქვეყნდა. მაშინაც საქმე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხებოდა, თუ საკრებულოს წევრი გადაწყვეტდა, რომ კენჭი ეყარა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, მაშინ საკრებულოს მანდატი უნდა დაეტოვებინა.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა დეპუტაციამ (ხათუნა სამნიძემ, გია მასალკინმა და მურმან დუმბაძემ) პროკურატურას 2008 წლის 2 აგვისტოს მიმართეს, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის _ მიხეილ მახარაძისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის _ ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ.

აჭარის პროკურატურის გამომძიებელმა დავით ხაზეიშვილმა მაშინ განმარტა და დაადასტურა რომ საქმე სახელმწიფო დოკუმენტის გაყალბების კვალიფიკაციისკენ წავიდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები აგვისტოს ომის გამო ოქტომბრის ნაცვლად, 2008 წლის 3 ნოემბერს რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში ჩატარდა. ბოიკოტის მთავარი მიზეზი კანონის მე-13 მუხლი იყო, რომლის თანახმად საკრებულოს წევრს მანდატზე უარის თქმის გარეშე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მოხდა. 2005 წლის 5 აგვისტოს უმაღლესმა საბჭომ ცვლილება შეიტანა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ კანონში, რითაც უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების უფლება ჩამოართვა. გია მასალკინმა ამ ცვლილების გამო შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ვერ იყარა. უმრავლესობამ მაშინ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც, “რესპუბლიკელების” განცხადებით, იმ დროისთვის ცვლილება ორგანულ კანონს ეწინააღმდეგებოდა.

გადაბეჭდვის წესი