მთიანი აჭარა

აჭარის მთებში თოვლი მოვიდა

30.05.2012 • • 1466
აჭარის მთებში თოვლი მოვიდა

„7-8 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი უკვე არის. ახლაც თოვს, უფრო ზუსტად თოვლჭყაპია. ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა. მოძრაობის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს, ჯერჯერობით, მაგრამ მეწყერი გააქტიურდა. უკვე ჩამოწვა საკმაოდ მოცულობითი მეწყერი სხალთის ხეობაში. გზის გაწმენდას 2 საათი დასჭირდა“, – ეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის მკვიდრმა მურად გორგაძემ მოაწოდა ბათუმელებს.

ამ დროისთვის სოფლებში მოსავალი სრულად არ არის აღებული.

დღეს დილიდან ბათუმშიც გადაუღებლად წვიმს.

მსოფლიო ამინდის პროგნოზის სააგენტოს https://www.accuweather.com/world-forecast3.asp ცნობით, აჭარაში წვიმიანი ამინდი დღეს და ხვალ შენარჩუნდება. ოთხშაბათიდან კვირის ბოლომდე კი აჭარაში მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი