მთიანი აჭარა

აჭარის 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

30.05.2012 • • 1292
აჭარის 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

აჭარის რეგიონში 60 სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. მეწყრული პროცესები რეგიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ პაპოშვილებში ჩამოწოლილი მეწყერის გამო მდინარე ჩირუხის კალაპოტი ნაწილობრივ ჩაიკეტა და დაგუბება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, არსებობს საფრთხე რომ მდინარის კალაპოტი წყალს ვეღარ გაატარებს და სოფელს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

„მეწყრით ამოივსო ჩირუხი, თანდათან ჭრის მდინარე და თავის კლაპოტს იკეთებს, მაგრამ წყალს გასასვლელი აქვს მცირე და ცოტა გადის. ნელ-ნელა იწყებს დაგუბებას. მთაში რომ თოვლი დადნება, კიდევ უფრო მოიმატებს. არის საშიშროება რომ კიდევ გამოიღებს მიწას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში სოფელ პაპოშვილების მკვიდრი ამირან დიასამიძე.

შუახევის გამგებლის თქმით კი ამ დროისთვის მოსახლეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
„მეწყერი პაპოშვილებში ერთი თვის წინ ჩამოწვა. ჩამოიშალა 5-6 ჰექტარი მიწის ფართობი და ჩაიყოლა ათამდე სასაფლაო. იყვნენ გეოლოგები და თოვლის საფარის გამო ნაწილობრივ შეისწავლეს. დღესაც მივლინებული არიან იქ და სწავლობენ. ამწუთას არანაირი საშიშროება არ ემუქრება მოსახლეობას. მეწყრის გამო მდინარის კალაპოტი შეიცვალა, მაგრამ მდინარეს გასასვლელი აქვს. თუ მოსახლეობას საშიშროება შეექმნება, იმ ხუთ-ექვს ოჯახს გადავიყვანთ სხვაგან. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ მოსახლეობა არ იყოს დაუცველ მდგომარეობაში,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ შუახევის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობელმა.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მონაცემებით ამჟამად აჭარაში მეწყერსაშიშ ზონაში სულ 60 სოფელია მოქცეული. გეოლოგები თითოეულ სოფელს მოსახლეობიდან შესული განცხადების საფუძველზე სწავლობენ.

„ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში ვარ, საიდანაც 45 განცხადება შემოვიდა და ამ სოფელს ვსწავლობთ. ხდება თითოეული განცხადების შესწავლა და თუ გასაყვანია, მოსახლეობას ვაფრთხილებთ, თუ არა და რა ღონისძიებები უნდა გაკეთდეს – ვუთითებთ,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა ტარიელ ტუსკიამ.

გადაბეჭდვის წესი