რეკლამა

მითები NATO-ს შესახებ

05.06.2016 • 1235
მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრების შედეგად საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, უცხო ქვეყნის ჯარი განთავსდება, მცდარია

სინამდვილეში, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლებლობების განთავსების შესახებ ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აღნიშნული ქვეყნის თხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. ამ გადაწყვეტილებას იღებს ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს რომ გადაწყვეტილების მისაღებად თავად საქრათველოს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის, თანხმობა აუცილებელი იქნება.

mitiNATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ძირითად მიზანს წარმოადგენს: კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; წევრ ქვეყნებზე შესაძლო სამხედრო თავდასხმის შეკავება და თავიდან აცილება; ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. NATO-ში ქვეყნის გაწევრება, არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებას NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი