25 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჭარბი წონის მქონე 10-18 წლის ბავშვებისთვის წამყვანი პედიატრები და ენდოკრინოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ექიმები პარალელურად შეაფასებენ პაციენტების ფიზიკურ განვითარებას; განსაზღვრავენ ასევე გლუკოზასა და გლიკირებულ ჰემოგლობინს სისხლში.
სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში მძიმე პათოლოგიაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ რისკთანაა ასოცირებული, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა რთული სამედიცინო შემთხვევები.
უფასო კონსულტაციები 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.
მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.